დაესწარი ევრო 2024-ს ⚽️🎉🇬🇪🇪🇺

გამოქვეყნებულია:

30 მაისი 2024

Wolt

Georgia

დააგროვე შეკვეთები და გაემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე! ⚽️🎉🇬🇪🇪🇺 გამარჯვებულები: ⚽️🎉 გიორგი ჩ. საქართველო-თურქეთზე საგზური მარიამ ს. საქართველო-ჩეხეთზე საგზური აქციის პირობები: 29 მაისის ჩათვლით Wolt-ის მომხმარებელს საშუალება ექნება დააგროვოს სუპერმარკეტებში განხორციელებული შეკვეთები და გაემგზავროს ევროპის ჩემპიონატზე! ორი მომხმარებელი, რომელიც შეკვეთების მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს, დაჯილდოვდება 2-კაციანი საგზურით და დაესწრება საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მატჩებს! ⚽️ მომხმარებელი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ შეკვეთას სუპერმარკეტებიდან (ჩამონათვალი იხ. ქვემოთ), დაესწრება საქართველო-თურქეთის მატჩს, რომელიც გაიმართება ქ. დორტმუნდში, 2024 წ. 18 ივნისს. ⚽️ მომხმარებელი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ შეკვეთას Wolt Market-იდან, დაესწრება საქართველო-ჩეხეთის მატჩს, რომელიც გაიმართება ქ. ჰამბურგში, 2024 წ. 22 ივნისს. ⚽️ 🇬🇪🇹🇷 საქართველო-თურქეთის მატჩის საგზურისთვის დაგროვებულ შეკვეთებში გათვალისწინებული იქნება Wolt-ის აპლიკაციით განთავსებული შეკვეთები შემდეგი სუპერმარკეტებიდან: გასტრონომი, კარფური, გუდვილი, სპარი, ევროპროდუქტი, სმარტი, მადაგონი, ზღაპარი, იოლი, ჯორჯიტა, ბელმარტი. დაგროვებულ შეკვეთებზე გამარჯვებული მიიღებს: 👉🏻 2 ავიაბილეთს თბილისი-დორტმუნდი-თბილისის მიმართულებით (გაფრენა 17 ივნისს, ჩამოფრენა 19 ივნისს); 👉🏻 სასტუმროში Carlton Hotel - Dortmund-ში 2 ღამეს, 2 პერსონაზე საუზმის ჩათვლით; საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს. ⚽️ 🇬🇪🇨🇿 საქართველო-ჩეხეთის მატჩის საგზურისთვის დაგროვებულ შეკვეთებში გათვალისწინებული იქნება Wolt-ის აპლიკაციით განთავსებული შეკვეთები მხოლოდ Wolt Market-იდან. დაგროვებულ შეკვეთებზე გამარჯვებული მიიღებს: 👉🏻 2 ავიაბილეთს თბილისი-ჰამბურგი-თბილისის მიმართულებით (გაფრენა 20 ივნისს, ჩამოფრენა 23 ივნისს); 👉🏻 სასტუმროში Crowne Plaza - Hamburg - 3 ღამეს, 2 პერსონაზე საუზმის ჩათვლით; საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრებ ორ ბილეთს. ⚽️ გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადაეცემათ აქციის დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში. დამატებითი პირობები: - წამახალისებელ აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. - წამახალისებელ აქციაში მონაწილეობა არ შეუძლიათ Wolt-ის თანამშრომლებს. ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პრიზის მოგება. - საგზური მოიცავს სასტუმროში განთავსებას საუზმის ჩათვლით. გამარჯვებულმა თავად უნდა აანაზღაუროს სასტუმროს ნებისმიერი სხვა დამატებითი სერვისის გამოყენების ღირებულება. - ნებისმიერი პრიზის მისაღებად ან გათამაშებაში მონაწილეობისათვის მომხმარებელმა უნდა შეასრულოს სრულყოფილი შეკვეთა, რაც გულისხმობს მობილურ აპლიკაციაში პროდუქტების არჩევის შემდეგ შეკვეთის დადასტურებას და მათ მიწოდებას დანიშნულების ადგილზე. - შეკვეთაში არ უნდა იყოს სამზე მეტი ერთი და იმავე სახეობის პროდუქტი. - დადასტურებული შეკვეთიდან რომელიმე პროდუქტის ამოკლების ან ჩანაცვლების შემთხვევაში შეკვეთა ითვლება სრულყოფილად, თუ ამის შესახებ მომხმარებელთან კომუნიკაცია მოხდა მაღაზიის მხრიდან. - ისეთი შეკვეთა რომელშიც მომხმარებლის მოთხოვნით ჩანაცვლებულია 3 ან მეტი პროდუქტი არ ჩაერთვება აქციაში. გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება Wolt-ის ვებგვერდზე. საჩუქრის გადაცემის წესი: - საჩუქრის გადაცემისას გამარჯვებულმა აუცილებელია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტს. - სხვა პირზე საჩუქრის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ გენერალური მინდობილობის საფუძველზე. - გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ორგანიზატორი მომხმარებელს დაუკავშირდება Wolt-ის აპლიკაციაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. ორგანიზატორი უზრუნველყოფს კონკურსის გამარჯვებულთან სატელეფონო კომუნიკაციის სამ მცდელობას. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, გამარჯვებულად ჩაითვლება მომდევნო ადგილზე გასული მომხმარებელი. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელს დაუფიქსირდება ერთი და იმავე შედეგი (იდენტური რაოდენობის შეკვეთა ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად), უპირატესობა მიენიჭება ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების შეკვეთას. - იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელმა განათავსა ერთი და იმავე რაოდენობის შეკვეთა და მათი ღირებულება თანაბარია, გამარჯვებულის გამოსავლენად უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელმაც უფრო ადრე განათავსა შეკვეთა Wolt-ის აპლიკაციაში. - კონკურსის გამარჯვებულების მიერ თანხმობის მიღების შემთხვევაში, ორგანიზატორი გამოაქვეყნებს გამარჯვებულებისა და მათთვის პრიზის გადაცემის შესახებ ინფორმაციას Wolt-ია ფეისბუქ გვერდზე. - პრიზის მისაღებად გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს ორგანიზატორის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე, რომლის შესახებაც მას ეცნობება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, და წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. - იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მომხმარებელი არ გამოცხადდა შეთანხმებულ მისამართზე შეთანხმებულ დროს, და მისი მხრიდან არ მოხდა კომუნიკაცია ერთი სამუშაო დღის ვადაში, ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, პრიზი გადასცეს მომდევნო ადგილზე გასულ მომხმარებელს. - გამარჯვებულს პრიზი გადაეცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც უნდა ემთხვეოდეს მომხმარებლის მიერ Wolt-ის აპლიკაციაში მითითებული ანგარიშის მონაცემებს. აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესალებელია Wolt-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში. შეუკვეთე და აიხდინე სურვილები 🎉

სუპერმარკეტები

დაესწარი ევრო 2024-ზე ⚽️🎉🇬🇪🇪🇺