Wolt-ის აქტივობები Covid-19 გავრცელების თავიდან აცილების მიზნით

ჩვენ, Wolt-ში ძალიან სერიოზულად ვეკიდებით კორონავირუსით გამოწვეულ გლობალურ განგაშს და მსოფლიოში შექმნილ ვითარებას. თავს მოვალედ ვთვლით, გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ყველას უსაფრთხოების დასაცავად. ამ ბლოგპოსტით გიზიარებთ, რასაც ამჟამად ვაკეთებთ. ამავდროულად მივესალმებით ნებისმიერ იდეას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა უკეთ შევძლოთ საზოგადოების დახმარება. გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტის საშუალებით: corona@wolt.com

Wolt-ის 20-ზე მეტი ქვეყნის ოფისის გუნდი და ჩვენი სათავო ოფისი თვალყურს ვადევნებთ Covid-19-თან დაკავშირებულ სიტუაციას და ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

ამ ბლოგპოსტში ჩვენ წარმოვადგენთ და განვაახლებთ ინფორმაციას ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც Wolt განახორციელებს მომხმარებლების, რესტორნების, პარტნიორი კურიერების და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

რა აქტივობები განახორციელა Wolt-მა კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

 

ამ დროისთვის განხორციელებულია ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობები, და ჩვენ მზად ვართ გავატაროთ დამატებითი ღონისძიებები, იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები:

  • Wolt-ის აპლიკაციაში დავამატეთ უკონტაქტო მიტანის ფუნქცია, რამაც მაქსიმალურად უნდა გაამარტივოს კარამდე ან შესასვლელამდე მიტანის განხორციელება.
    • 12 მარტიდან ფუნქცია ხელმისაწვდომია ყველა ქვეყანასა და ყველა პლატფორმაზე (ჩვენს აპლიკაციასა და wolt.com-ზე);
    • გთხოვთ, განაახლეთ თქვენი iOS და Android აპლიკაციები, რათა ფუნქციონალი ხელმისაწვდომი იყოს თქვენთვის;
    • უკონტაქტო მიტანის ფუნქცია თქვენს აპლიკაციაში გამოჩნდება გადახდის გვერდზე, შეკვეთის ტიპის ქვეშ.
  • ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ Wolt-ის ყველა პარტნიორ კურიერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა დაიცვან საკუთარი თავი და სხვები კორონა ვირუსისგან. ეს რეკომენდაციები მოიცავს: 
    • ხელების სისუფთავის დაცვას, ხელების ხშირ დაბანას ან სპირტის შემცველი ხსნარის გამოყენებას;
    • ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმადე დაყვანას, როგორც რესტორნებში, ასევე მომხმარებლებთან. ჩვენ ასევე პარალელურად ვმუშაობთ რესტორნებში ადამიანების კონტაქტების მინიმიზაციაზე;
    • ჩანთის რეგულარულ გაწმენდას;
    • სახლში დარჩენას და სამედიცინო დახმარების მოთხოვნას გრიპის მსგავსი სიმპტომების გაჩენის, ან სხეულის ტემპერატურის აწევის (37.80C და მეტი) შემთხვევაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს სახლში დარჩენას, სანამ ადამიანს აღარ ექნება სიმპტომები 24 საათის განმავლობაში, სიცხის დამწევი ან სხვა პრეპარატების მიღების გარეშე. ცემინების ან ხველის შემთხვევაში ერთჯერადი ცხვირსახოცების გამოყენებას, ან დახველებას/დაცემინებას იდაყვში.
    • მისდიონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს.
  • Wolt-ის თანამშრომლებისთვის ავკრძალეთ საერთაშორისო მივლინებები. თუ რომელიმე თანამშრომელი დაბრუნდა მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ უნდა იმუშაონ სახლიდან 14 დღის განმავლობაში.
  • ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის,  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს.

კიდევ რას გეგმავს Wolt?

შექმნილი სიტუაცია ჩვენთვისაც ახალია. კომპანიის სათავო ოფისში შეიქმნა 20 კაციანი ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს, რათა Wolt-მა შეძლოს განახორციელოს ყველა ის აქტივობა, რაც საჭირო იქნება ადამიანების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ღიად გავაკეთებთ კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ და რა გვაქვს დაგეგმილი.

 

კურიერები:

  • ჩვენ ვქმნით ახალი კურიერების მიღების ვირტუალურ მეთოდს, რათა თავიდან ავირიდოთ ხალხის შეკრების აუცილებლობა;
  • ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თითოეული კურიერი თავად იღებს გადაწყვეტილებას გამოვიდეს სამუშაოდ თუ სახლში დარჩეს – Wolt არ ახორციელებს არანაირი სახის ზეწოლას არცერთი კურიერის მიმართ, რომ მათ მიიტანონ საკვები მათი სურვილის წინააღმდეგ;
  • ვუზიარებთ დამატებით ინსტრუქციებს უსაფრთხოებასა და ადამიანებთან დამატებითი კონტაქტის თავის არიდებასთან დაკავშირებით.

 

რესტორნები:

ვუგზავნით ინსტრუქციას ადამიანების ერთმანეთთან კონტაქტის მინიმიზაციისთვის, რაც მოიცავს შემდეგს:

  • ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ, თუ შესაძლებელია, გამოიყენონ ხელთათმანები და სახის ნიღაბი საკვების შეფუთვისას;
  • მოაწყონ შეკვეთის გაცემის ადგილი, სადაც კურიერები უკონტაქტოდ შეძლებენ შეკვეთის მიღებას;
  • უზრუნველყონ საპნის და გამწმენდი ხსნარის ხელმისაწვდომობა მომხმარებლებისა და კურიერებისთვის.

 

Wolt-ის თანამშრომლები:

  • მივლინებების აკრძალვასთან ერთად, ჩვენ ვნერგავთ შეხვედრების-გარეშე-პოლიტიკას ყველა ჩვენს ოფისში.
  • ყველა ჩვენს თანამშრომელს ვუწევთ სახლიდან მუშაობის რეკომენდაციას.

მომხმარებლები:

  • ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას, ვინც ჩართულია საკვების მომზადების, მიტანის თუ მიღების პროცესში მივაწოდოთ მკაფიო ინსტრუქციები და განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან Covid-19-ის გავრცელება;
  • ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ ფუნქციონირების გაგრძელება, რადგან ვგრძნობთ ჩვენს საჭიროებას და სარგებელს ბევრ სიტუაციაში; და რა თქმა უნდა, ეს უნდა შევძლოთ უსაფრთხოების წესების, არსებული ინსტრუქციების და ადამიანების კეთილდღეობის დაცვის გზით.

 

როგორ აისახა არსებული სიტუაცია Wolt-ის ბიზნესზე?

მედიისგან ვიღებთ ბევრ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აისახა კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა ჩვენს ბიზნესზე; მაგალითად გვეკითხებიან გაზრდილია თუ არა მოთხოვნა მიტანის სერვისზე? რამდენიმე ფაქტი, რაც შეიძლება ამ დროისთვის ითქვას:

  • მოთხოვნა მართლაც გაზრდილია, თუმცა ჩვენს ინდუსტრიაში წელიწადის ამ დროს შეკვეთების რაოდენობა ისედაც იმატებს, ამიტომ რთული სათქმელია ეს ზრდა სეზონურია, თუ კორონავირუსს უკავშირდება, ან თუ უკავშირდება, რამდენით. ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს, მაგრამ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია;
  • რესტორნების მხრიდან ჩანს გაზრდილი ინტერესი, სულ მეტი რესტორანი გამოხატავს Wolt-თან თანამშრომლობის სურვილს. რაც ბუნებრივია, რადგან მომხმარებელი რესტორნებს ისე აქტიურად აღარ სტუმრობს;
  • ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ კურიერების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს;
  • გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ Wolt აძლევს 100% თავისუფლებას თავის პარტნიორებს – კურიერებს და რესტორნებს, თავად გადაწყვიტონ იმუშაონ თუ არა. თუ ვინმეს სახლში დარჩენა ურჩევნია, ჩვენ პატივს ვცემთ ყველას პერსონალურ გადაწყვეტილებას.

 

აქვს თუ არა Wolt-ის რომელიმე კურიერს დადასტურებული Covid-19 დადებითი დიაგნოზი? არის თუ არა დაფიქსირებული შემთხვევა, როცა კურიერმა მოახდინა დაავადების გავრცელება?

 

ამ ეტაპზე ჩვენს არცერთ კურიერს არ აქვს დადასტურებული Covid-19 დადებითი დიაგნოზი. ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციის მონიტორინგს და ყველა პარტნიორ კურიერს დაეგზავნა უსაფრთხოების დაცვის რეკომენდაციები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ არავისგან არ მოვითხოვთ რისკის გაწევას და ყველას მოვუწოდებთ, რომ პირველ რიგში იფიქრონ უსაფრთხოებაზე.

 

საქართველოში, დამატებით, ჩვენ რეგულარულად ვეცნობით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს. საკვების მიტანის სერვისი ამ ეტაპზე არ მიიჩნევა რაიმე სახის რისკის შემცევლად.

 

  • ჩვენ არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მიტანის სერვისმა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის გავრცელება, რადგან დაინფიცირებისთვის დაავადებულ ადამიანთან რამდენიმე წუთიანი კონტაქტია საჭირო;
  • European Food Safety Authority (EFSA)ის ინფრომაციაზე დაყრდნობით, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ საკვები შეიძლება იყოს Covid-19-ის გამავრცელებელი;
  • ჩვენ ვურჩევთ მომხმარებელს, რომ საგულდაგულოდ დაიბანონ ხელები შეკვეთის მიღებამდე და მიღების შემდეგ;
  • ჩვენი კურიერები საკვებს არ ეხებიან, ისინი ატარებენ სულ რამდენიმე წუთს რესტორანში და, როგორც წესი, რამდენიმე წამს მომხმარებელთან, საკვების გადაცემის მომენტში;
  • როგორც იცით, ვოლტს არ აქვს ნაღდი ფულით გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ ჩვენი კურიერები კვლავ დაცულები არიან ნაღდ ფულთან კონტაქტისგან.

 

შეიძლება თუ არა დავავადდე Wolt-ით საკვების გამოძახებისას?

ნებისმიერ სხვა მოკლევადიან კონტაქტთან შედარებით, Wolt-ით საკვების მიღება არანაირი დამატებითი რისკის შემცველი არ არის. ჩვენ გირჩევთ, რომ დაიბანოთ ხელები შეკვეთის მიღებამდე და მიღების შემდეგ, რაც საუკეთესო საშუალებაა თქვენი და თქვენს გარშემო მყოფთა ვირუსისგან დასაცავად, როგორც ამას რეკომენდაციას უწევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.

https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public   

ასევე გირჩევთ, რეგულარულად გაეცნოთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სიახლეებს და რეკომენდაციებს: https://stopcov.gov.ge/ka

 

თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები Wolt-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, მოგვწერეთ: corona@wolt.com