Swanson - Chlorophyll 50 mg არის კაფსულების სახით წარმოდგენილი ქლოროფილი, იგივე მწვანე პიგმენტი , რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება მცენარეებისა და წყალმცენარეების მიერ და აძლევს მათ დამახასიათებელ მწვანე ფერს.
ქლოროფილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფოტოსინთეზის პროცესში, რომლის დროსაც მზის შუქი ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება. ქლოროფილს შეუძლია იმოქმედოს, როგორც თავისუფალი რადიკალების განმანეიტრალებელი და ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს სხეულის დეტოქსიკაციის პროცესებს. იგი ტრადიციულად გამოიყენებოდა, როგორც სხეულის შიდა დეოდორანტი. შიდა დეოდორანტები შიგნიდან ებრძვიან სხეულის უსიამოვნო სუნის მოშორებას.
დანამატის სახით ქლოროფილი მრავალი სარგებლის გამო გამოიყენება:
დეტოქსიკაცია: ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინების მოცილებას და ნაწლავების გაწმენდას.
სუნის კონტროლი: ცნობილია, რომ ამცირებს სხეულის და პირის ღრუს უსიამოვნო სუნს.
სისხლის გაწმენდა და ჟანგბადის დონის გაუმჯობესება: ხელს უწყობს სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებას და სისხლის გაწმენდას.
კანის ჯანმრთელობა: დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე და ხელს უწყობს აკნესა და ანთებითი პროცესების შემცირებას.
იმუნური სისტემის მხარდაჭერა: აძლიერებს იმუნიტეტს ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით.
Swanson - Chlorophyll 50 mg-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და ნივთიერებათა ცვლას
– აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და აუმჯობესებს მომნელებელი სისტემის მუშაობას
– მონაწილეობს ფოტოსინთეზის პროცესში
– არის შიდა დეოდორანტი და ხელს უწყობს სხეულისა და პირის უსიამოვნო სუნის მოშორებას
– ხელს უწყობს სხეულიდან არასასურველი საკვები ნივთიერებების გამოდევნას - დეტოქსს
– არის Non-GMO და ფლობს GMP სერტიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში 1-2 აბი.
დეტოქსისა და ენერგიის მოსამატებლად მიიღეთ დილით, ცარიელ კუჭზე.
საჭმლის მომნელებელი პროცესების გასაუმჯობესებლად მიიღეთ კვებიდან 30-60 წთ შემდეგ.
ვარჯიშის შემდეგ: ხელს უწყობს სისხლის ჟანგბადით გაჯერებას და უკეთ აღდგენას.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.