23 გრ სწრაფი ნახშირწყალი / დამატებული შაქრის გარეშე ჩვენს ორგანიზმში ენერგიის მთავარი წყარო არის ნახშირწყალი. იგი განთავსებულია კუნთებში (70%) და ღვიძლში, და ეწოდება - გლიკოგენი. ვარჯიშის დროს კუნთებში განთავსებული გლიკოგენი გარდაიქმნება გლუკოზად (შაქრად) და სისხლის მეშვეობით ნაწილდება ორგანიზმში როგორც ენერგია. ვარჯიშის დაწყებიდან დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, გლიკოგენის სრული მარაგი იხარჯება და ორგანიზმი რჩება ენერგიის გარეშე. სწორედ ამ დროს იჩენს თავს შემდეგი სიმპტომები: - დაღლილობა - უენერგიობა და გამოფიტულობა - კონცენტრაციის უნარის დაკარგვა - თავბრუსხვევა და პირის სიმშრალე - ზოგჯერ ხელის კანკალიც და გულისრევის შეგრძნებაც