Mutant Mass Gainer (განახლებული ვერსია) - ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია მათთვის ვისაც წონის მომატება უნდა. ხარისხის გარდა მას გამორჩულს ხდის შემადგენელი კომპონენეტების მრავალფეროვნება და ბუნებრივობა. მისი შემადგენლობა უზრულველყოფს არა უბრალოდ წონის (ძირითადად ცხიმის ხარჯზე) მატებას, არამედ კუნთოვანი ქსოვილის მაქსიმალურ ზრდას და განვითარებას. მასში შემავალი ნახშირწყელბის ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს: ქერი, ტკბილი კარტოფილი, სიმინდი, შვრია. 6 სახის ცილა მიღებულია: შრატის კონცენტრატის, იზოლატისა და ჰიდრო-იზოლატისაგან. ასევე, რძის კონცენტრატის, რძის იზოლატისა და კაზეინისაგან. ჯანსაღი ცხიმები მიეკუთვნება ძირითადად MCT კატეგორიას და მიღებულია ისეთი წყაროებიდან როგორიცაა: ავოკადო, ქოქოსი, გოგრის თესლი, სელის თესლი და მზესუმზირა. არის შემთხვევები, როცა დიდი რაოდენიობის საკვების მიღების მიუხედავად, ადამიანებს მაინც უჭირთ წონაში მატება. შეიძლება ამის ერთერთი მიზეზი იყოს მომნელებელი სისტემის არასრულფასოვანი მუშაობა. ერთია რას ვჭამთ და რამდენს, და მეორეა რამდენად ითვისებს ჩვენი ორგანიზმი მიღებულ საკვებს. თუ მომნელებელ სისტემას აკლია ფერმენტები, რომლებმაც უნდა გადაამუშავონ მიღებული საკვები, მაშინ ის ვერ ან არასრულად აითვისებს მას და მიღებული კალორიები და ნუტრიენტები არ შეგვერგება. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური შედეგიანობისთვის Mutant Mass Gainer-ს დამატებული აქვს საჭმლის მომნელებელი ფერმენტები (enzymes), რომლებიც უზრულველყოფენ მის მაქსიმლურ ათვისებას და ეფექტურობას. გეინერების მიღებისას ბევრ ადამიანს აქვს არომატთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგი გეინერი ძალიან მსუყეა, ზოგი ტკბილია, ასევე ხშირია, როცა ადამიანს ბეზრდება ერთი არომატის ხანგრძლივად გამოყენება. ეს ფაქტორები ძალიან კარგად იციან Mutant-ის მწარმოებლებმა, ამიტომ მათ შექმნეს Dual ფორმულა და ერთ შეფუთვაში გააერთიანეს 2 ყველაზე მოთხოვცნადი არომატი, ვანილი და შოკოლადი. ეს მომხარებლებს აძლევს ფუფუნებას ხან ერთი არომატი მიირთვან, ხან მეორე, ან სულაც, გადაურიონ ისინი ერთმანეთში და შექმნან საკუთარი გემოვნებით, ახალი გემო. ერთი პორცია Mutant Mass Gainer-ში გაერთიანებულია: 56 გრამი ცილა, საიდანაც შეუცვლელი ამინომჟავებია 38 გრამი (BCAA და EAA), ხოლი 10 გრ გლუტამინი. 192 გრამი სწრაფი, საშუალო და ნელი ათვისების ნახშირწყალი და 12 გრამი ჯანსაღი ცხიმი. გარდა ამ ყველაფრისა წინამორბედ ვერსიასთან შედარებით მასში 52% ნაკლები შაქარია. 1100 კალორიას კი, რომელსაც გვაწვდის ამ გეინერის ერთი პორცია მაღალი ბიოლოგიური ფასეულობა გააჩნია და უდიდეს დახამრებას გაგვიწევს წონის სწრაფ და ხარისხიან მატებაში. Mutant Mass Gainer შეიცავს: 1100 კალორიას 56 გრამ კომპლექსურ ცილას 192 გრამ კომპლექსურ ნახშირწყალს 38 გრამ BCAA და EAA 10 გრამ გლუტამინს 12 გრამ ჯანსაღ (MCT) ცხიმებს მომნელებელ ფერმენტებს Mutant Mass Gainer დაგეხმარებათ: ვარჯიშის შემდეგ სწრაფ აღდგენაში წონის სწრაფ მატებაში კუნთოვანი მასის გაზრდაში ძალის მაჩვენებლის გაზრდაში ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში მადის მომატებაში