GPC Pharmacy

GPC Rustavi (12)

One of the largest pharmaceutical companies in Georgia

WoltRustaviStores and groceries | RustaviGPC Pharmacy | RustaviGPC Rustavi (12)
Download the Wolt iOS app on the App StoreDownload the Wolt Android app on Google Play

Partner with Wolt

  • For couriers
  • For merchants
  • For affiliates

Company

  • About us
  • What we stand for
  • Jobs
  • Sustainability
  • Security
  • Investors

Products

  • Wolt Drive
  • Wolt Market
  • Wolt+
  • Wolt Ads
  • Wolt Storefront

Useful links

  • Support
  • Newsroom
  • Contact
  • Speak up
  • Promo codes
  • Developers

Follow us

  • Blog
  • Engineering Blog
  • Instagram
  • Facebook
  • X
  • LinkedIn
  • Wolt Life
  • Choose country
  • English
  • Theme
  • Cookies
  • Accessibility Statement
  • User Terms of Service
  • Privacy Statement
© Wolt 2025

ადაპტოლი ტაბლეტი 500მგ #20

ადაპტოლი ტაბლეტი 500მგ #20

GEL 31.30

ადაპტოლი ტაბლეტი 500მგ შემადგენლობა: 1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: მებიკარს – 500 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი. ჩვენება: ნევროზები და ნევროზის მსგავსი მდგომარეობები, რომლებიც მიმდინარეობს გაღიზიანებით, ემოციური არამდგრადობით, მღელვარებითა და შიშით; ნეიროლეფსიური საშუალებებისა და ტრანქვილიზატორების ამტანობის გაუმჯობესება მათ მიერ გამოწვეული სომატოვეგეტატიური და ნევროლოგიური გვერდითი მოვლენების კუპირების მიზნით; სხვადასხვა გენეზის კარდიალგია (რომელიც არ არის დაკავშირებული გულის იშემიურ დაავადებასთან); ნიკოტინისადმი დამოკიდებულება (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში). მიღების წესი და დოზირება: ადაპტოლი-ავერსი მიიღება პერორალურად 300-500 მგ 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 3 გ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10 გ-ს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ნიკოტინისადმი დამოკიდებულების მკურნალობისას ინიშნება 600-900 მგ 3-ჯერ დღეში, 5-6 კვირის განმავლობაში. შეჩვევა და მოხსნის სინდრომი ადაპტოლი-ავერსის მიმართ არ ვითარდება. პრეპარატის მიღება საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის. პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ადრე დანიშნული დოზით, გამოტოვებული დოზის დამატებითი მიღების გარეშე. აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია. გვერდითი მოვლენები: ადაპტოლი-ავერსი ხასიათდება კარგი ამტანობით. პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (მაგ., კანის ქავილი) ან დისპეფსიური მოვლენების განვითარება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის ხანმოკლე დაქვეითება და ჰიპოთერმია, რომლებიც თავისთავად ნორმალიზდება, ასევე სისუსტე, თავბრუსხვევა. ორსულობა და ლაქტაცია: სათანადო კლინიკური კვლევების არარსებობის გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ადაპტოლი-ავერსის გამოყენება რეკომენდებული არ არის. შენახვის პირობები: ინახება 15-25 C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.​


1
1