ალცეტინი ტაბლეტი 5მგ
შემადგენლობა:
ალცეტინის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - დესლორატადინის 5 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ლს-ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
ჩვენებები:
სეზონური ან ქრონიკული (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ალერგიული რინიტი (ცემინების, “ცხვირის გაჭედვის”, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ქავილის, სასის ქავილის, თვალების სიწითლის და ქავილის შემსუბუქება ან გაქრობა);
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (ქავილის, გამონაყარის შემცირება ან გაქრობა).
მიღების წესები და დოზები:
ტაბლეტები ინიშნება შიგნით მისაღებად, სასურველია ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში - 5 მგ ერთხელ დღეში;
6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მგ ერთხელ დღეში;
1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1,25 მგ ერთხელ დღეში.
გვერდითი მოვლენები:
დესლორატადინის კლინიკური მნიშვნელობის გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
შესაძლებელია: დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი.
უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
ლაქტაციის პერიოდი;
ორსულობა;
1 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის პერიოდში დესლორატადინის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
დესლორატადინი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
შენახვა:
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!