500 მლ. პროცედურა ტარდება მექანიკოსის მიერ. ნაკლებქაფიანი, არაალებადი ფორმულა, სპეციალურად შემუშავებლია დიზელის და ბენზინის ნაწილაკების ფილტრის სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო წმენდისა და აღდგენისთვის, მანქანიდან ფილტრის მოხსნის გარეშე!
აშორებს ნადებს და დეპოზიტებს გაჭედილი ფილტრიდან.
აუმჯობესებს დიზელის და ბენზინის ნაწილაკების ფილტრის (DPF/GPF) მდგომარეობას.
თავსებადობა: ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელისა და დიზელის- ჰიბრიდული ძრავებისთვის.
გამოყენება: აეროზოლი თანმხლები მილაკით უშუალოდ შეასხით მყარი ნაწილაკების ფილტრში ზეთის წნევის სენსორის, ტემპერატურის სენსორის ან ჟანგბადის სენსორის ლითონის მილაკის საშუალებით.
https://youtu.be/5LX2oPnRqAY
✓გამოყენების წინ:
1. შეამოწმეთ: გაუმართაობის კოდი უნდა მიუთითებდეს მყარი ნაწილაკების ფილტრის ბლოკირებაზე.
2. შეამოწმეთ ზეთის დონე ძრავში. თუ ზეთი გათხელებულია_გამორეცხეთ ძრავი Wynn’s ზეთის სისტემის გასაწმენდით (Wynn’s Oil System Cleaner, W47244), შემდეგ შეცვალეთ ძრავის ზეთი და ფილტრი.
3. დარწმუნდით, რომ საწვავის ავზის ¼ სავსეა საწვავით.
4. გაათბეთ ძრავი და გამორთეთ.
5. ევრო 6 დიზელის ძრავებისთვის ჩახსენით ჰაერის მიდინების სენსორი, რათა თავიდან აიცილოთ დაბალი წნევის გამონაბოლქვის რეცირკულაციის (EGR) სარქვლის მუშაობა წმენდის პროცესში.
დამზადებულია ბელგიაში.