500 მლ.
მძლავრი საწმენდი ქაფი, შემუშავებულია_რათა სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მოვაშოროთ ნახშირის ნადები და სხვა დაბინძურება ჰაერის შემკრები სისტემიდან, შემშვები სარქვლებიდან, სარქვლების „უნაგირებიდან“ და წვის კამერიდან. სწრაფად აღადგენს ჰაერის ცირკულაციას და ძრავის სიმძლავრეს. • წმენდს სარქვლების ღერძებსა და „უნაგირებს“. • წმენდს წვის კამერასა და დგუშების ძირს. • აღადგენს ჰაერის მიდინებას ძრავამდე
• აღადგენს ძრავის კორექტულ მუშაობას
აუმჯობესებს სარქვლების, მფრქვევანებისა და გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების (EGR-ის) მდგომარეობას.
თავსებადობა: ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელისა და დიზელის- ჰიბრიდული ძრავებისთვის.
არ გამოიყენოთ ისეთ ავტომობილებში, რომელთა გამაგრილებელი (ინტერქულერი) ინტეგრირებულია შემავალ კოლექტორთან.
თუ წმენდის პროცესში წარმოიქმნა უკუაალება ან ჭარბი კაკუნის ხმა, შეაჩერეთ შესხურება, ამუშავეთ ძრავი 3-4 წუთის განმავლობაში თავისუფალი სვლის რეჟიმში და შემდეგ გააგრძელეთ პროცესი. თუ წმენდის შემდეგ დეტონაცია მაინც შენარჩუნდა, ეს მიუთითებს ძლიერ დაბინძურებაზე და საჭიროებს ხელით გაწმენდას.
გამოყენება: https://youtu.be/hU0tiLMQ8mk
✓გამოყენების წინ შეამოწმეთ დიზელის ნაწილაკების ფილტრის (DPF) წნევა. თუ ის 50%-ზე მეტია_გაწმინდეთ Wynn’s ნაწილაკების ფილტრის გამწმენდით (Wynn’s DPF & GPF ON-CAR CLEANER, W29079).
✓თუ შემშვები კოლექტორი ძლიერ დაბინძურებულია, პროცედურის დაწყებამდე საჭიროა მისი ხელით გაწმენდა.
✓ დარწმუნდით, რომ ძრავა მუშა მდგომარეობაშია. პროცედურა დიზელის ძრავებისთვის:
1. ამუშავეთ ძრავი 1500-1800 ბრუნზე.
2. შეასხურეთ აეროზოლი 1-2 წამის ინტერვალით შემშვებ კოლექტორში.
3. 10 შესხურების შემდეგ ამუშავეთ ძრავი თავისუფალი სვლის რეჟიმში 3-4 წთ.
5. გაიმეორეთ 3-4 პუნქტები, სანამ დაიცლება.
6. გამოიყენეთ Wynn’s ზეთის სისტემის გასაწმენდიW47244, შეცვალეთ ზეთი და ფილტრი. პროცედურა ბენზინის ძრავებისთვის: 1. ამუშავეთ ძრავი 2500-3000 ბრუნზე. 2. შეასხურეთ აეროზოლი შემშვებ კოლექტორში 4-5 წამის ინტერვალით. 3. 10 შესხურების შემდეგ ამუშავეთ თავისუფალ სვლაზე 3-4 წთ. გაიმეორეთ 3-4 პუნქტები დაცლამდე. გამორეცხეთ ძრავი და შეცვალეთ ზეთი