Healthy Store - ჩიას მარცვლები, 350 გრ
"ჩია არის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების უმდიდრესი მცენარეული წყარო და შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს. ჩიას ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების შეუდარებელი სტაბილურობა მასში შემავალი ბუნებრივი ანტიოქსიდანტების შედეგია. ჩიას არ შეიცავს ქოლესტერინს, სწორედ ეს განასხვავებს მას თევზის ხორცისა და ზეთისგან, რომლებიც ასევე ომეგა 3-ის დიდი რაოდენობით გამოირჩევიან. ეს ფაქტი ჩიას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს სხვა პროდუქტებთან შედარებით.
ჩიას, როგორც ადამიანის საკვებს, დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელიც დაიწყო ძველი მექსიკელების მიერ მისი კულტივირებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წელს. ამარანტი, ლობიო, ჩია და სიმინდი იყო აცტეკებისა და მაიას დიეტის ძირითადი საფუძველი იმ დროს, როდესაც კოლუმბი ახალ სამყაროში ჩავიდა. ბევრი ადამიანი კვლავ იყენებს ამ უძველეს თესლს პოპულარული გამაგრილებელი სასმელის დასამზადებლად, სახელწოდებით ""ჩია ფრესკა"", რომელსაც მოიხმარენ მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკაში, ასევე კალიფორნიასა და არიზონაში აშშ-ში."