Healthy Store - შვრიის ფანტელები გლუტენის გარეშე, 300 გრ
შვრიის ფანტელი იწარმოება და მუშავდება სპეციალური უსაფრთხოების პირობებში, რათა უზრუნველყოს გლუტენის 100% არარსებობა.
შვრიის ფანტელი ძალიან ჯანსაღ საკვებად ითვლება. კლინიკური კვლევები ამტკიცებს, რომ შვრია ამცირებს სისხლში LDL ქოლესტერინის („ცუდი“) რაოდენობას, სწორედ ეს გახდა მიზეზი ბოლო წლებში მისი პოპულარობის.
შვრია დიდი რაოდენობით შეიცავს B კომპლექსის ვიტამინებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. შვრია ასევე შეიცავს ვიტამინ B6-ს, რიბოფლავინს, თიამინს, მაგრამ ასევე კალციუმს, მაგნიუმს, რკინას და თუთიას, მცირე რაოდენობით ვიტამინ E-ს, ფოლიუმის მჟავას და კალიუმს.