ინტენსიურად მკვებავი თმის შამპუნი Esthetic House შესანიშნავად ასუფთავებს თმას და სკალპს კანის ჭარბი ცხიმისა და ჭუჭყისაგან, მაგრამ არ აშრობს ზედმეტად, პირიქით: ატენიანებს და კვებავს თმას ფესვიდან წვერამდე, აღადგენს თმის სტრუქტურას, აქრობს სიმშრალეს, ამცირებს მტვრევადობას, ანიჭებს სიგლუვეს, რბილობას და ჯანსაღ ბზინვარებას. შამპუნი შეიცავს ცილებს, კოლაგენს, კერატინს, ელასტინს, ზეთებს და მცენარეულ ექსტრაქტებს.
1. წაისვით მცირე რაოდენობით შამპუნი სველ თმაზე.
2. შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფესვებს.
3. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. თუ თმა დაზიანებულია ან საჭიროებს დამატებით კვებას, გამოიყენეთ ამ სერიის კონდიციონერი, ნიღაბი, ესენცია ან შრატი. მოცულობა: 500 მლ