"აღწერა: გოგრის გამწმენდი 24K ნიღაბი არის ოქროს პილინგის ნიღაბი, რომელიც ეფექტურად აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს და კანის ჭუჭყს, აკონტროლებს ზედმეტ ცხიმს, კრავს გაფართოებულ ფორებს და ანათებს კანს.
ეს ნიღაბი კარგი საშუალებაა კანის ისეთი გავრცელებული პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა გაფართოებული ფორები, კანის არათანაბარი ტექსტურა, მოდუნებული კანი, ჭარბი ცხიმი. ნიღაბი შეიცავს 10% საკვები ნივთიერებებით გამდიდრებული გოგრის ექსტრაქტს, ის აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყსა და ზედმეტ ცხიმს თქვენი ფორებიდან, რის საფუძველზეც კანი ხდება სუფთა და გლუვი. ნამდვილი 24K ოქრო ასუფთავებს კანს ჭუჭყისაგან და ტოქსინებისაგან და ხდის კანს ნათელს, გლუვს და მკვრივს. ოქროს ნიღაბი ასევე შეიცავს შესანიშნავ დამამშვიდებელ ინგრედიენტებს, როგორიცაა ალატონინი და ცენტელა აზიატიკის ექსტრაქტი, რომელიც ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
იდეალურია: ცხიმიანი, კომბინირებული კანისათვის. არათანაბარი ტექსტურა, გაფართოებული ფორები, მოდუნებული კანი.
გამოყენების წესი: სუფთა, ტონიზირებულ კანზე წაისვით თხელი ფენა. როდესაც გაშრება, მოიშორეთ ნიღაბი. არანაირი დამატებითი წმენდა საჭირო არ არის. ნაზად მოიშორეთ ნარჩენები ტონერით გაჟღენთილი ბამბის ბალიშებით. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
შემადგენლობა: Water, Alcohol, Polyvinyl Alcohol, Glycerin, Mica (CI77019), Titanium Dioxide (CI77891), 1,2-Hexanediol, Bentonite, Butylene Glycol, C12-14 Pareth-12, Iron Oxides (CI77489), Xanthan Gum, Hydroxypropyl Methylcellulose, Cucurbita Pepo (Pumpkin) Fruit Extract, Ethylhexylglycerin, Fragrance, Salvia Hispanica Seed Extract, Centella Asiatica Extract, Houttuynia Cordata Extract, Disodium EDTA, Allantoin, Propanediol, Gold, Copper Powder"