3800225474207
პროტეინის დანამატი გაწმენდის მაღალი დონით, რომელიც მიღებულია ბარდის თესლებისგან. აქვს მდიდარი ამინომჟავის შემცველობა, რომელიც ხელს უწყობს კუნთური მასის ზრდას, უზრუნველყოფს ხარისხიანი სპორტული ფორმის შენარჩუნებას. ხელს უწყობს ცხიმოვანი მასის შემცირებას.
– პროტეინის შემცველობა 82%
– ადამიანის ორგანზმით იზოლატის შეთვისება ბარდის პროტეინში შეადგენს 98% !
– არ შეიცავს ქოლესტერინს „ცხოველური“ ცილისგან განსხვავებით
– არ შეიცავს გმო-ს!
– გაწმენდილია პარკოსანი მცენარეების ანტინუტრიციადული ფაქტორებისგან, რომლებიც იწვევენ გაზებს!
– არ იწვევს ალერგიულ რეაქციას!
– აქვს ნეიტრალური გემო. კარგად იხსნება და ეხამება მცენარეულ დანამატებს პროტეინის კოქტეილებში.
ბარდის პროტეინი შეიცავს ამინომჟავა არგინინის (8,7% 1 გრ ცილაში) რეკორდულ შემცველობას, რომელიც ასტიმულირებს კუნთების ზრდას. შედარებისთვის, შრატოვანი სახეობის პროტეინში არგანინის შემცველობა შეადგენს 2,8% 1 გრამზე. BCAA-ს შემცველობით ის პრაქტიკულად არ უთმობს ადგილს კაზეინს, და ასევე ამინომჟავებს ლიზინსა და გლუტამინს. ამინომჟავების სრული ნაკრებისთვის რეკომენდირებულია მისი მოხმარება ბრინჯის პროტეინთან ერთად.
დოზირება: 2 ს/კ ბარდის პროტეინს დავამატოთ 400-500 მლ წყალი. ავთქვიფოთ ბლენდერში/ შეიკერში.
პროტეინის კოქტეილების რეცეპტები:
1) გეინერი “მასის მოსამატებლად”.
ბლენდერში 400-500 მლ წყალზე დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ბარდის პროტეინი + 2 ბანანი + 1 ჩ/კ სმუზი „გრინ“ + 2 ჩ/კ არაქისის პასტა + 2 ჩ/კ ფინიკის შაქარი. ავურიოთ.
2) ცილოვანი კოქტეილი სტევიით:
ბლენდერში 400-500 მგ წყალზე დავამატოთ 2 ს/კ ბარდის პროტეინი + 2 ჩ/კ ნუშის პასტა + 2 ჩ/კ უმი ქერობი ან უმი კაკაო ფხვინილი + სტევია (გემოვნებით).
3) გარგარის ცილოვანი სმუზი
1 ჭიქა გარგარი
1 ბანანი
½ – ¾ ქოქოსის რძე
1 სუფრის კოვზი ბარდის პროტეინი
1 ჩაის კოვზი თხილის პასტა (კეშიუ, ნუში)
1 ჩ/კ სმუზი „მიქს რედ“
მცენარეული პროტეინი გახდება ნებისმიერი ადამიანის რაციონის შესანიშნავ გამაჯერებელ პროდუქტად – არ არის აუცილებელი ვეგეტარიანული დიეტის დაცვა.
როგორც ყოველდღიური დანამატი საკვებში, მცენარეული პროტეინი აუცილებელია ადამიანების უმრავლესობისთვის, და განსკუთრებულად მათთვის, ვისაც სურს ზაფხულში რაციონის შემსუბუქება, ხორცის მოხმარების შემცირება ან ხორცზე სრულად უარის თქმა.
თავის საფუძველში, მცენარეული ცილა ძალიან ჰგავს ცხოველურ ცილას, ის შეიცავს ორი შეუცვლელი ამიმონჟავის დაბალ რაოდენობას, მეტიონინს და ლიზინს, მაგრამ შეიცავს შენაცვლებადი ამინომჟავების დიდ რაოდენობას, როგორიც არის, არგანინი და გლიცინი. ეს სულაც არ ნიშნავ, რომ თუ ადამიანი იკვებება მხოლოდ მცენარეული პროტეინით ის ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ჯანმრთელობას.
წყლის შემდეგ (75%), პროტეინი – არის კუნთების შემცველობის უმსხვილესი კომპონენტი (საშუალოდ, 20%). კარგი ხარისხის პროტეინის მიღება მნიშნვნელოვანია ყველა ასაკის ადამიანისთვის, რადგან ის საჭიროა კუნთური მასის და ჯანმრთელი ძვლების ზრდისა და შენარჩუნებისთვის. თუ ავიღებთ მაგალითად ასაკოვან ადამიანებს, კუნთური მასის დაკარგვა (რომელიც ცნობილია, როგორც სარკოპენია) – სერიოზული პრობლემაა ჯანმრთელობისთვის, რომელიც ზრდის დაცემის რისკებს, და ნიშნავს, რომ რეგულარული პროტეინის მოხმარება მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ჩონჩხის კუნთები 35%-მდე შედგება ამინომჟავებისგან, ეს არის ფუნდამეტალური სამშენებლო ბლოკები ახალი ცილებისთვის, რომლებიც დღითი დღე იწარმოება.
ნაჯერი ცხიმის დაბალი შემცველობა ხდის მას იდეალურად გამოსაყენებელ პროდუქტად ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტისა და კალორიულობის კონტროლის დროს.
პროტეინის ფხვნილები Dragon Superfoods:
✔ ცილის შესანიშნავი წყარო
✔ არ შეიცავს გმო-ს
✔ არ შეიცავს გლუტენს
✔ არ შეიცავს ლაქტოზას
✔ 100% ორგანული
✔ უხდება ვეგეტარიანელებს
✔ უხდება დიაბეტით დაავადებულებს
რას ეხამება კარგად?
დაამატეთ სმუზიში და შეიკებში პროტეინის მოხმარების გასაზრდელად.
ეხამება სხვა სუპერფუდებს.
გამოიყენეთ ცხობისთვის, ბლინებისთვის, სუპებისთვის, სოუსებისთვის, კერძის საკვები ღირებულების გასაზრდელად.
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, სადაც არ ხვდება მზის პირდაპირი შუქი. ეს პროდუქტი განკუთვნილია აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულებისთვის დაბალანსებულ დიეტასთან ერთად. უხდება ვეგეტარიანელებსა და ვეგანებს, ასევე მათ, ვინც იცავს უგლუტენო დიეტას.