5902175869725
ინგრედიენტები: ჩია – ესპანური სალბის (Salvia hispanica) თესლი * 100% (* სერთიფიცირებული ორგანული).
ყურადღება: თესლის ყოველდღიური მიღება არ უნდა აღემატებოდეს 15 გ-ს (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი).
კვებითი ღირებულება 100 გრ-ში: ენერგეტიკული ღირებულება – 1859 კჯ / 451 კკალ. ცხიმი – 31 გ გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები – 3,8 გ ნახშირწყლები – 4,9 გ მათ შორის შაქარი – 0,8 გ ცილა – 21 გ მარილი – 0 გრ. გ.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
გლუტენის გარეშე. ვეგანური.
მცენარე ჩია (ესპანური სალბი) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე ცენტრალური ამერიკიდან, მიეკუთნება სალბის სახეობას.
ჩიას თესლები წარმოადგენენ საკვებ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რომელიც შემოწმებულია ათასი წლების განმავლობაში – რადგან ჩია წარმოადგენდა ლეგენდარული მაიას ტომის თითქმის ერთადერთ საკვებს, მოგვიანებით კი – აცტეკების და ინკების.
5 მიზეზი ჩიას თესლების რეგულარული მოხმარებისთვის:
ჩიას თესლები – წარმოადგენს ანტიოქსიდანტების შესანიშნავ წყაროს, აქ მათი კონცენტრაცია უფრო მეტია, ვიდრე მოცვში და მაყვალში. ნატურალური ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეიცავენ ჩიას თესლები,წარმატებულად აფერეხებენ ორგანიზმის უჯრედების დაბერებას და დაზიანებებს, და, შესაბამისად, დაავადებების წარმოშობას.
ჩიას თესლები ეხმარება წონის დაკლებაში. წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ეს პატარა თესლები 12 ჯერ უფრო მეტ წონას იწოვენ წყალში ან კუჭში შერევისას. ასეთი თვისება მცენარეული სამყაროს არც ერთ სხვა წარმომადგენელს არ გააჩნია! წყლის შეწოვის და შენარჩუნების უნარი ხელს უწყობს მთლიანი ორგნიზმის ჰიდრატაციას, განსაკუთრებულად ფიზიკური დატვირთვის დროს. სითხის შეკავება უზრუნველყოფს ნორმალურ განაწილებას და ელექტროლიტების გადასვლას უჯრედების მემბრანების გავლით, და ეს ხელს უწყობს ბალანსს და უჯრედების ეფექტურ ფუნქციონირებას.
მარტივად რომ ვთქვათ, ის გაძლევთ დანაყრების გრძნობას, და გარიდებთ ზედმეტი კალორიებისაგან, და ასევე ხელს უწყობს მომნელებელი სისტემის სწორ მუშაობას.
ჩიას თესლების 30-40 წუთით წყალში ჩალბობისას ხდება ერთგვაროვანი მასა, ჟელატინის ან გელის მსგავსი, იმის გამო, რომ შეიცავ ნაზ, რბილს და კარგად ხსნად საკვები ბოჭკოების მაღალ დონეს. როდესაც ეს გელი ხვდება კუჭში ქმნის ბარიერს საკვები ფერმენტების და ნახშირწყლებს შორის, რაც ხელს უწყობს ნახშირწყლების ნელ გადასვლას შაქარში, და ეს საშუალებას აძლევს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს შაქრის დაბალი დონე ორგანიზმში და, ასევე, დიდხანს შეინარჩუნოს სიმაძღრის გრძნობა. არ არის საჭირო იმის თქმა, თუ რა მნიშვნელოვანია ეს დიაბეტის კონტროლის დროს. ნახშირწყლების ნელი გადასვლა ასტაბილურებს ნივთიერებათა ცვლას და ეხმარება შეინარჩუნოს როგორც უჯრედების სტრუქტურების მაღალი ენერგეტიკული დონე, ასევე ორგანიზმი მთლიანობაში .
ჩიას თესლებში კალციუმი 5 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე რძეში, ცილა ორჯერ უფრო ემტია, ვიდრე სხვა თესლებში და მარცვლეულებში, ორჯერ უფრო მეტი კალიუმია, ვიდრე ბანანში და ა.შ. ანუ, ენერგია უფრო ბევრი გექნებათ, ძალა – მეტი, ვიდრე ოდესმე გქონიათ, ტვინის მუშაობა გაუმჯობესდება, როგორც ჯანმრთელობა მთლიანობაში.
ცილის შემცველობა აღწევს 19-23% თესლების წონას, ამასთან ერთად — მაღალხარისხიანი მცენარეული ცილა. შედარებისათვის: ხორბალი და სიმინდი შეიცავენ ცილის 14%, ბრინჯი – 8,5%, შვრია – 15,3%, ქერი – 9,2%, ამარანტი – 14,8%.
100 გრ ჩიას თესლები შეიცავს 870 მგ კალციუმს (60-80% დღიური ნორმის, დამოკიდებულია ასაკზე და ადამიანის ფიზიკურ აქტივობაზე), მაშინ როდესაც რძეში –125 მგ ნაკლებია (10-15% დღიური ნორმის). კალციუმი ჩიიდან, რძის კალციუმისან განსხვავებით, სრულყოფილად ითვისება ორგანიზმით ჩიის თესლებში ბორის შემცველობის გამო, რომელიც მოქმედებს როგორც კატალიზატორი კალციუმის შეწოვისას და შეთვისებისას.
ფოსფორის შემცველობა 150 მგ, 100% დღიური ნორმის – საჭიროა ნერვული სისტემის, მეხსიერების ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
კალიუმის შემცველობა – 700-900 მგ, 40% დღიური ნორმის – ხელს უშლის კუნთურ სპაზმებს, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას და სტაბილიზაციას;
მაგნიუმის შემცველობა – 400-460 მგ, 100% დღიური ნორმის – აუმჯობესებს კალციუმის და კალიუმის შეთვისებადობას, ზრდის ენერგიულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის;
თუთია, რკინა, სპილენძი, მანგანუმი, მოლიბდენი და ბევრი სხვა, რომლებიც წარმოადგენენ მთავარ კომპონენტებს ფერმენტების, ჰორმონების და ენდოკრინული სისტემის ფორმირებისთვის.
ჩია არის ყველაზე ხარისხიანი მცენარეული წყარო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მჟავის ომეგა-3. ომეგა-3 შემცველობის პროცენტი ჩიას ზეთში აღწევს 64%. შედარებისთვის: მზესუმზირის ზეთში ომეგა-3 შემცველობა 0,3%, ზეითუნის ზეთში – 1,5%, ზოგიერთ ზღვის წყალმცენარეში – 40%-მდე. ომეგა-3 ცხიმმჟავები ძალიან მნიშვნელოვანია გულისთვის და ამცირებენ ქოლესტერინის დონეს.
ჩიას თესლები ეხმარებიან წნევის დაწევაში და ახდენენ სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ჩიას თესლების მოხმარება საკვებში საკმაოდ სწრაფად ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, რაც, თავის მხვრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ათეროსკლერზული ბალთების ფორმირებას სისხლძარღვებში, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას (განსაკუთრებით ჰიპერტონიკებისთვის), ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და მათ გართულებებს.
თავისი უნიკალური თვისებების წყალობით ჩია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქსოვილების განვითარებას და რეგენერაციას ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ბავშვის ზრდის და განვითარების დროს, ხელს უწყობს სრულყოფილ აღდგენას მშობიარ