5907814660091
ფიზალისი — მცენარეების ყველაზე მსხვილი სახეობა ძაღლურძენისებრთა გვარის, მას ხშირად ადარებენ პომიდორს სტრუქტურის მსგავსების გამო. ხალხში ის ცნობილია, როგორც ზურმუხტის კენკრა.
მისი სახეობების მრავალფეროვნება შეინიშნება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.
ფიზალისის ნაყოფის ყოველდღიურ რაციონში დამატებით, თქვენ უზრუნველყოფთ თქვენს ორგანიზმს ორგანული მჟავებით, რაც ხელს შეუწყობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას. თქვენ რეგულარულად მიიღებთ ლიკოპინს და პექტინს, რომლებიც არიან მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტები, და უჯრედისს, რომელიც აუცილებელია მონელების ფუნქციის ნორმალიზებისათვის.
ფიზალისის ნაყოფს შეუძლია შეცვალოს პოლივიტამინური პრეპარატები, ის შეიცავს A, В1, В2, В6 ვიტამინებს, და ასევე В12, რომელიც სასარგებლოა ვეგეტარიანელებისთვის, რადგან კვების სპეციფიკიდან გამომდინარე ისინი განიცდიან ამ ვიტამინის უკმარისობას. კენკრა შეიცავს ბევრ ორგანულ მჟავას: ვაშლის, ღვინის, ლიმონის, ქარვის, ყავის და ფერულოვის. ადამიანებს, რომელიბსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები მაღალი მჟავიანობის ფონზე, აუცილებელია ამ კენკრის ფრთხილად მიღება, დასაწყისისთვის 1-2 კენკრა შემდგომი დამატებით.
ხასხასა ფერს ნაყოფებს აძლევს ლიკოპინის ნივთიერება, რომელიც გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედებით, და გამოიყენება ონკოლოგიის პროფილაქტიკისათვის. პექტინს გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები, ნარჩენები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები და ქოლესტერინი.
სასარგებლო ნივთიერებების დაბალნსებული ნაკრები, მიკროელემენეტები და ვიტამინები, რომელსაც შეიცავს ეს მცენარე, ზრდის იმუნიტეტს და ხელს უწყობს ორგანიზმს სწრაფად თვითგანკურნებისათვის. ამიტომ ფიზალისი რეკომენდირებულია ჩართონ რაცოინში ადამიანებმა, ვინც გადაიტანა მძიმე ავადმყოფობა.
ფიზალისს აქვს ძლიერი სამკურნალო მოქმედება ქალის ორგანიზმზე. მისი ანტისეფტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეხმარება ორგანიზმს შარდქვის დაავადებებთან, ცისტიტთან, პიელონეფრიტთან და რეპროდუქტიულ ორგანოებში ანთებითი პროცესების ბრძოლაში.
ბრონქიტის, ტრაქეიტის და სხვა სასუნთქი გზების დაავადებისას, რეკომენდირებულია ფიზალისის ნაყოფების ნაყენის მიღება. დავაქუცმაცოთ ფიზალისის ნაყოფები და დავასხათ წყალი, ნახევარი ლიტრი 3 სუფრის კოვზზე. ვხარშოთ 15 წუთი ადუღებამდე. ეს სასარგებლო ნაყენი მივიღოთ დღის განმავლობაში (საკვების მიღების შუალედში).
უკუჩვენებები
არ არის რეკომენდირებული ფიზალისის მიღება ორსული და მეძუძური ქალებისათვის, შესაძლებელია ალერგიული რეაქცია და პროდუქტის ინდივიდუალური გადაუტანლობა.
რეკომენდირებულია 8-10 ნაყოფის მიღება ერთდროულად ან უმად, ან როგორც დანამატი ფაფებში, დესერტებში, კოქტეილებში, ან ნაყენის სახით საკვების მიღებამდე 10-15 წუთით ადრე.
კვებითი ღირებულება 100 გრ
ენერგეტიკული ღირებულება – 1186 კჯ / 281 კკალ
ცხიმი – 1,3 გრ
ნახშირწყლები – 53 გრ, მათ შორის შაქარი – 53 გრ
ცილა – 9,2 გრ