5907814663740
ინგრედიენტები: ღია კერატის ხის ნაყოფი * 100% (* დამოწმებული ორგანული).
კვებითი ღირებულება 100 გ-ში: ენერგეტიკული ღირებულება – 1017 კჯ / 241 კკალ. ცხიმი – 0.7 გ გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები – 0 გ ნახშირწყლები – 49 გრ მათ შორის შაქარი – 41 გ ცილები – 4.6 გ მარილი – 0.09 გ.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
გლუტენის გარეშე. ვეგანური.
კერობი, ანუ კერატის ხის ნაყოფები, მოვიდა ჩვენთან ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებიდან. მუქი ყავისფერი ნაყოფესბიგან გამოდის ტკბილი ფხვნილი, რომელიც ჰგავს კაკაოს ყავის გემოთი. უმ მდგომარეობაში კერატის ხის ნაყოფები არ ვარგა მოხმარებისთვის: ტკბილები ხდებიან დაკრეფის შემდეგ, როდესაც მათ ტოვებენ მზეზე დასამწიფებლად.
იმის გამო, რომ კერობი არის ძალიან ტკბილი, იგი არ საჭიროებს შაქრის და სხვა დამატკბილებლების დამატებას კერძების მომზადების დროს. ამიტომ მისი მოხმარება უსაფრთხოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის. ასევე კერობში არ არის კოფეინი, ამიტომ იგი არ იწვევს მიჩვევას. სამაგიეროდ კერობი შეიცავს ძვირფასი ვიტამინების და მინერალების ბუკეტს, სასარგებლოა როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
აღარ არის საჭირო არჩევანის გაკეთება სასარგებლოსა და ტკბილს შორის! უკვე არის კერობი — ნამდვილი ეკოპროდუქტი და შოკოლადის სრულყოფილი შემცვლელი!
კერობის სარგებელი მრავალმხრივია:
– მასში 3 ჯერ ნაკლები კალორიაა, ვიდრე შოკოლადში;
– ის მდიდარია A, B, B2, B3, D ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით: კალციუმით, კალიუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით, მანგანუმით, ნიკელით და ბარიუმით;
– არ შეიცავს ცხიმს და სტიმულატორებს კოფეინის და ტეობრომინის სახით;
– არ აფუჭებს კანს, რადგან მის შემადგენლობაში არ არის მჟაუნის მჟავას – აკნეს წარმოშობის წყარო;
– არ შეიცავს ფენილტილამინს და ფრომამინს — ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ შაკიკს და ალერგიულ რეაქციას.
კერობი ითვლება იდეალურ ინგრედიენტად დაბალკალორიული ტკბილი კერძების მოსამზადებლად: ბისკვიტების, რძის კოქტეილების, შოკოლადის ფილების და კამფეტების. შოკოლადის ფილები, დამზადებული ამ ფხნილით, გემოს ხარისხით არ ჩამოუვარდებიან ნამდვილ შოკოლადს. და არ დაგავიწყდეთ ამ საინტერესო პროცესში ბავშვების ჩართვა!
კერატის ხის ტკბილი ნაყოფები გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ხალხურ მედიცინაშიც. მათ აქვთ დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ზრდიან ორგანიზმის ტონუსს, ხსნიან დაღლილობას და აუმჯობესებენ განწყობას. ერთი სიტყვით, არაფრით არ არის ნამდვილი შოკოლადის ფილაზე უარესი.
რეკომენდირებულია როგორც კაკაოს ჯანსაღი შემცვლელი დესერტებში, კამფეტებში და შიგთავსში.