5907814668691
ინგრედიენტები: ქლორელას ფხვნილი (წყალმცენარე) * 100% (* სერთიფიცირებული ორგანული).
მოხმარების წესი: 5 გრამი ქლორელა (მცირე ჩაის კოვზი) დღეში. შეგიძლიათ დაამატოთ წყალში, კეფირში, იოგურტში, წვენებში და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ინგრედიენტი მაკარონის, სოუსების ან ნამცხვრის შემადგენლობაში.
კვებითი ღირებულება 100 გ-ში: ენერგეტიკული ღირებულება – 1516 კჯ / 360 კკალ. ცხიმი – 6.6 გ გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები – 1.0 გ ნახშირწყლები – 11 გ მათ შორის შაქარი – 1.2 გ ბოჭკოვანი – 12.4 გ ცილა – 58 გ მარილი – 1.4 გ.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
გლუტენის გარეშე. ვეგანური.
ზურმუხტისფერი მიკროწყალმცენარე გაჩნდა დედამიწაზე 2 მილიარდი წლის წინ. და მხოლოდ ეხლა საზოგადოებამ მიაქცია მას ყურადღება – „სუპერფუდების“ ერაში, როდესაც ადამიანმა გამოთქვა სურვილი მიიღოს ჯანსაღი საკვები, რომელიც იქნება გაჯერებული სასარგებლო ნივთიერებებით.
მყალმცენარის მშრალი ბიომასა შეიცავს 55% ცილას, 30-35% ნახშირწყლებს (უმეტესი ნაწილი – საკვები უჯრედისი), 10% ლიპიდებს (მათგან 80%– უჯერი ცხიმმჟავები), დაახლოებით 10% მინერალურ ნივთიერებებს.
მისი ცილა შეიცავს რამდენი ათეულ ამინომჟავას, მათ რიცხვში – აბსოლუტურად ყველა შეუცვლელია! მცენარეთა სამყაროში სოიოს ცილაც კი მორიდებულად დგას გვერდზე.
არ არსებობს სხვა მცენარეული კულტურად, რომელიც შეიცავს ამდენი რაოდენობის ვიტამინებს და მინერალებს. ქლორელა – კაროტინის, В1, В2, В6, В12, С ვიტამინების, D, К, PP, Е პროვიტამინების, ფოლიუმის მჟავის, ბიოტინის წყაროა. მიაქციეთ ყურადღება: წყალმცენარე შეიცავს В12 ვიტამინს, რომელსაც არ შეიცავენ საფუარი და უმაღლესი მცენარეებიც კი.
სარგებელზე:
ქლოროფილის უნიკალური უჯრედული სტრუქტურა საშუალებას აძლევს მას ეფექტურად შეკრას ორგანიზმში მავნე ნარჩენები და ტოქსინები, რომლებიც გროვდება თანამედროვე ცხოვრების წესის დროს. ქლორელა, უპირველეს ყოვლისა, საუკეთესო გზაა ორგანიზმის დეტოქსიკაციისათვის ვერცხლისწყლისგან და მძიმე ლითონებისგან, რომლებიც გროვდება ორგანიზმში.
ძალიან სასარგებლოა ადამიანებისათვის, რომელბსაც აქვთ კუჭის პრობლემები, პრობლემები განავალთან. ქლორელა შეიცავს უჯრედისს, რომელსაც ორგანიზმი კარგად ითვისებს, და ბევრ საკვებს ნივთიერებებს (რკინა, კალციუმი, ქლოროფილი, ლუტეინი). ქლორელა ახდენს ნაწლავის კედლების ჰერმეტაციას, რაც ხელს უშლის ტოქსინების მეორედ შეღწევას ორგანიზმში. მოუხდება ადამიანებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ორგანიზმის უჯრედების რეგენერაცია, იმუნიტეტის ასამაღლებლად.
ქლორელას გააჩნია ვირუსის საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები.
ქლორელა არის ტუტოვანი პროდუქტი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაანეიტრალოს საკვები მჟავის მოქმედება და დაეხმაროს pH დონის დაბალანსებაში.ეს, თავის მხრივ, ზრდის ძვლის მასას (იმიტომ რომ სხეულს არ მოუწევს კალციუმის დახარჯვა Ph კომპენსაციისთვის) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ამგვარად, ორგანიზმს შეუძლია განთავისუფლდეს ნივთიერებებისგან, რომელბიც ხელს უშლიან სწორ მეტაბოლიზმს და იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას.
წყალმცენარის შემადგენლობაში შედის ქლოროფილის პიგმენტის დიდი რაოდენოობა ( 10 ჯერ უფრო მეტი, ვიდრე სპირულინში), რომლის მოლეკულარული ბადე თითქმის იდენტურია ჰემოგლობინის მოლეკულარ ბადესთან, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ანემიით დაავადებულთათვის. ამის გარდა, ქლოროფილი ხელს უწყობს ინტერფერონის გამომუშავებას – ცილა, რომელიც ებრძვის ვირუსებს, და ასევე მონაწილეობს სისხლმბადის პროცესებში.
ანტიბიოტიკი, იმუნოსტუმულატორი, დეტოქსიკანტი – ქლორელა მოქმედებს ძლიერად და კომპლექსურად, აღდგენს ჯანმრთელობას.
უკუჩვენება წყალმცენარის მიღების მიმართ შეიძლება იყოს ინდივიდუალური ალერგიული გადაუტანლობა (ძალიან იშვიათად ხდება), ორსულობა.
გვერდითი მოვლენების არსებობისას (კუჭის აშლილობა, მწვანე გავანავალი, მეტეორიზმი) შეამცირეთ დოზირება ან შეწყვიტეთ საკვები დანამატის მიღება.
სჯობს თავის შეკავება ქლორელასა და ყავის ან კოფეინის შემცვლობის სასმელების მიღება ერთად (ჯობია საერთოდ შეიკაოთ თავი მათი მიღებისგან – უმჯობესია დალიოთ მცენარეული ნაყენები და ჩაი!), რადგან კოფეინს შეუძლია მავნე ზეგავლენა მოახდინოს ქლორელის შეთვისებადობაზე.