5907814668684
ინგრედიენტები: სპირულინას ფხვნილი (წყალმცენარე) * 100% (* დამოწმებული ორგანული ინგრედიენტი).
მოხმარების წესი: 5 გრამი სპირულინა (მცირე ჩაის კოვზი) დღეში. შეგიძლიათ დაამატოთ წყალში, კეფირში, იოგურტში, წვენებში და ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ინგრედიენტი მაკარონის, სოუსების ან ნამცხვრის შემადგენლობაში.
კვებითი ღირებულება 100 გ-ში: ენერგეტიკული ღირებულება – 1466 კჯ / 347 კკალ. ცხიმი – 5.9 გ, გაჯერებული ცხიმოვანი მჟავების ჩათვლით – 1.1 გ ნახშირწყლები – 11 გ, მათ შორის შაქარი – 3.0 გ ბოჭკოვანი – 5.1 გ ცილა – 60 გ მარილი – 1.8 გ.
შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
გლუტენის გარეშე. ვეგანური.
ორგანული სპირულინა – მტკნარი წყლის მწვანე სპირალის ფორმის წყალმცენარე. ის შეიცავს ნატურალურ პიგმენტ ქლოროფილს, და აქვს ძალიან მაღალი მცენარეული ცილის შემცველობა. სპირულინა – იმუნიტეტის ძლიერი მხარდამჭერი.
მოხმარების რეკომენდირებული ნორმა
მიიღეთ 1 ჩაის კოვზი უზმოზე.
კურსი – 1 თვე (საკმარისია 1 შეფუთვა).
მიღებამდე კარგად აურიეთ ოთახის ტემპერატურის წყალში ან დაამატეთ სმუზიში (ვაშლი, მწვანილი, კივი, ბანანი – ნებისმიერი ხილი თქვენი გემოვნებით).
(!) სპირულინას გააჩნია სპეციფიური წყალმცენარის გემო, მისი ნეიტრალიზაციისთვის დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი.
დაიცავით წყლის სმის რეჟიმი.
ასევე შესაძლებელია მისი დამატება მაწონში, წვენებში, როგორ ინგრედიენტი პასტაში, სოუსებში და სახლის ორხცობილებში.
რეცეპტები იხილეთ ქვემოდ.
სპირულინა არის უბრალო, ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც არსებობს დედამიწაზე 3,5 მილიარდი წელიწადი. ის იყო ცნობილი აცტეკებისთვის და მაიას ტომებისთვის, ასევე აფრიკელებსა და აზიატებისთვის.
სპირულინა – არის მოლურჯო-მომწვანო წყალმცენარე, რომელიც შეიცავს ძვირფასი კვებითი ნივთიერებების ფართო სპექტრს.
პირველ რიგში, სპირულინა მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და აჯერებს ორგანიზმს დამატებითი კვებითი ნივთიერებებით და მინერალებით. კვებითი ღირებულება 1 გრ სპირუნაში თანაბარია 1 კგ სხვადასხვა ბოსტნეულს.
სპირულინა მოქმედებს როგორც ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვეხმარება სხვადასხვა ინფექციების დამარცხებაში. სპირულინა აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას 40 ჯერ უფრო მეტად, ვიდრე ექინაცეა და 20 ჯერ უფრო მეტად, ვიდრე ალოე.
სპირულინა შეიძლება სასარგებლო იყოს ზედმეტი წონასთან ბრძოლაში, რადგან ცილის დიდი ნაწილი შეიცავს ფენილალანინს, რომელიც აგებს პასუხს აპეტიტზე. ამგვარად, სპირულინას მიღება საკვებამდე ნახევარი საათით ადრე მოგცემთ სიმაძღრის გრძნობას, და ამავე დროს უზრუნველყოფს კვებითი ნივთიერებების მოთხოვნილებაში.
სპირულინა ცნობილია როგორც “სრულყოფილი ცილა”რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ის შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს. სპირულინა მდიდარია ადვილად შეთვისებადი ცილით (სამჯერ უფრო მეტი, ვიდრე ხორცსა და თევზში).
სპირულინა მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დამანდგრეველი მოქმედებისგან. ორგანიზმში ბეტა-კაროტინი გარდაიქმნება А ვიტამინად, აუცილებელია თვალების, კანის, კბილების, ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის და ძლიერი იმუნური სისტემისთვის.
სპირულინა არის В ჯგუფის ვიტამინების წყარო, კერძოდ კი В12 ვიტამინის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვეგეტარიანელებისთვის.
ეს საკვები შეიცავს ასევე Е ვიტამინს, რკინის ბიომისაწვდომი წყარო, ჰელათის მინერალები და აუმრავი მიკროელემენტი.
გამმა-ლინოლეუმის ცხიმმჟავის საუკეთესო წყარო (GLA), ეხმარება გულის და სხეულის სხვა ნაწილების გამართული ფუნქიონირებას. გამმა-ლინოლეუმის მჟავა – დედის რძის აუცილებელი ელემენტი, რადგან მისი დახმარებით მიდის ჩვილის სრულყოფილი კვება და განვითარება. სპირულინა – GLA-ს ერთად ერთი მაღალი კონცენტრაციის მცენარეული წყაროა.
სპირულინას მუქი მწვანე ფერი გამოწვეულია მისი ნატურალური პიგმენტების სპექტრით – ქლოროფილით (მწვანე), ფიკოციანინის (ლურჯი) და კაროტინოიდების (ნარინჯისფერი). ქლოროფილი წარმოადგენს ბუნებრივ „გამწმენდ“ საშუალებას, მას ხშირად უწოდებენ „ბუნების მწვანე მაგიას“. ქლოროფილი ხელს უწყობს ორგანიზმის ძლიერ გაწმენდას, ტოქსინების და შლაკების გამოყვანას.
სპირულინა – სიცოცხლის უკვდავი ფორმაა, რომელიც არსებობს დედამიწაზე 3,5 მილიარდი წელი.
გთავაზობთ 2 სმუზის რეცეპტს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოახდინოთ კომპონენტებით ექსპერიმენტირება. გამოიმუშავედ ჩვევად დილაობით სმუზის დალევა და ორგანიზმი თქვენი მადლიერი დარჩება.
კივი – სპირულინას დეტოქს სმუზი
2 კივი
1/2 ბანანი
1/2 კიტრი
ისპანახი
1/2 ლიმონი ან ლაიმი
1-2 ჩაის კოვზი ჩიას თესლები
1 ჩაის კოვზი სპირულინა
1 ჭიქა წყალი ან მცენარეული რძე
აურიეთ ინგრედიენტები ბლენდერში.
ამ სასმელის გამწმენდი, გამამხნევებელი და საკვები ეფექტი დაგიტოვებთ სასიამოვნო გრძნობას მთელი დღის განმავლობაში!
ავოკადო, ვიტრგრასი და სპირულინას სმუზი
1 კიტრი
1-2 ვაშლი
2 ნიახურის ღერო
ისპანახი
1 ჩაის კოვზი ვიტგრასი
1 ბანანი
1/2 ავოკადო
1 ჩაის კოვზი ნუშის პასტა
1 ჩაის კოვზი სპირულინა
1 ჩაის კოვზი პროპოლისი
2 ცაის კოვზი დაფქვილი სელის თესლები
ეს სმუზი მდიდარია სასარგებლო ვიტამინებით, ქლოროფილით, სასარგებლო ცხიმებითა და ანტიქოსიდანტებით. დღის იდეალური დასაწყისი!