ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატებმა XIX-XX საუკუნის თბილისური ყოფა და წეს-ჩვეულებები ასახა. ფიროსმანი ნახატების უმრავლესობას დუქნებში აბარებდა საკვებისა და სასმლის სანაცვლოდ. სწორედ ასე გადააწყდნენ თბილისის ერთ-ერთ კაფეში ძმები ზდანევიჩები მხატვრის შემოქმედებას - ძმების დამსახურებით ნახატებს გაეცნო პიკასო, რომელმაც 1972 წელს ნიკალას პორტრეტი მიუძღნა. ნიკოს ნამუშევრებმა მზის შუქი მრავალ გამოფენაზე იხილა, მათ შორის - 1969 წელს, ლუვრის მუზეუმში, პარიზში. დროის მსვლელობამ მხატვრის შემოქმედებას კიდევ უფრო მეტი ცნობადობა შემატა - 2018 წელს, ფიროსმანის გარდაცვალების 100 წლისთავს მიეძღვნა გამოფენა ვენის ალბერტინას მუზეუმში.