ქვეყანა: საფრანგეთი
Რეგიონი:პესაკ–ლეონანი
წელი :2018
ალკოჰოლი: 14%
60% სოვინიონ ბლანი, 40% სემიონი. Სრულად ხელით დაკრეფილი ყურძენია, ტრანსპორტირება მოხდა პატარა ყუთებით, რათა მაქსიმალურად აერიდებინათ ოქსიდაციის რისკი. გამოიპრესა პნევმატური წნეხით, ალკოჰოლური დუღილი მიმდინარეობდა 16,5 გრადუსზე მუხის კასრებში. 8 თვის განმავლობაში დავარგდა მსუბუქ ლექზე.
Ღია ჩალისფერი, ღრმა ოქროსფერი ელფერით, ამ ღვინოს გააჩნია კომპლექსური არომატები, რომელიც იწყება ეგზოტიკური ხილის ტონებით, როგორიცაა მანგო და ანანასი, ასევე ვარდისფერი პომელო, საერთო შთაბეჭდილება იქმნება აერაციის შემდეგ და მოდის უფრო მუხის და ვანილის, კარაქის, მარაკუიას, ლიმონი, გრეიფრუტი და თხილის ტონები. ძალიან მდიდარი არომატები აქვს, მოხალული სეზამი და ნაღებიც შესამჩნებია. Ღვინო არის მრგვალი და სრული სხეულით დახასიათებული, მუხის არომატებით, რომელიც მსუბუქად ხაზს უსვამს სხვა არომატების კარგად გამოვლენას, როგორიცაა ტოსტი და ოდნავ მარილიანი გემო, თაფლიანი კრემი, ვანილი, ფორთოხლის ქერქი და ანანასი. Ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიატდება და მოუხდება ხორცეულს, თევზს, ვეგეტარიანულ კერძებს.