დავით ქაშიაშვილის სადებიუტო წიგნის კითხვა ფაზლის აწყობას ჰგავს. 37 წლის ვინმე მატარებლების მიტოვებულ და ძველ სადგურში იღვიძებს. მარტოა, ეშინია საკუთარი ხმისა. მხრებზე ბაბუას კუბოკრული პიჯაკი ახურავს. ფრაგმენტულად ახსოვს საიდან მოდის, ვინ უყვარდა ან ვის უყვარდა ამ წლების განმავლობაში. ახსოვს შვილების სახელები. უცნობი ხმები, მისტიკური არსებები თავში გამუდმებით ჩასძახიან, თუ ჩამღერიან, თუ ჩაჰყვირიან, რომ გადარჩეს.