თქვენ წინაშეა წიგნი, რომელსაც ათწლეულები ელოდნენ. წიგნი – ცხოვრებისა და სიტყვის ალქიმიაზე. იმ რეალურ ადამიანებზე, ეპოქასა და ქვეყანაზე, რომლებმაც ისევე შექმნეს მარკესის სიტყვის მაგია, როგორც მელკიადესის პერგამენტებმა ბეუნდიების ოჯახის ბედისწერა: „ცხოვრება განვლილი დღეები კი არ არის, არამედ ის, რაც გახსოვს და როგორც გახსოვს, იმისთვის, რომ მოჰყვე“.