„ვარლამ შალამოვი ვერ მოესწრო თავისი პროზის გამოქვეყნებას თავის სამშობლოში, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი. სანუგეშოდ ისღა დარჩენოდა, რომ სიკვდილამდე ორიოდე წლით ადრე მოასწრო ხელში აეღო მოზრდილი კრებული „კოლიმური მოთხრობები“, გამოცემული 1978 წელს, ლონდონში, რუსულ ენაზე.
აი, როგორ აფასებდნენ დიდებულ რუს მწერალს მისი სახელგანთქმული თანამედროვენი: ამერიკელი მწერალი სოლ ბელოუ (ლაურეატი ნობელის პრემიისა): „კოლიმური მოთხრობები“ – ესაა წიგნი, რომელიც შეუდარებლად ასახავს ჩვენი ყოფიერების არსს“; რუსი კინორეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი: „ვკითხულობ შალამოვის კოლიმურ მოთხრობებს – ეს დაუჯერებელია, ეს გენიალური მწერალია“! რუსულიდან თარგმნა თამაზ ნატროშვილმა