კენგოლის ყველაზე მოსახერხებელი ქუდი, რომელიც სპორტული კეპიცაა და პანამაც. გამოგადგებათ ნებისმიერ თავგადასავალში. კიდე არის დაგრძელებული და უკანა მხრიდან მიმაგრებულია ჩამოშვებადი გვერდითა ნაჭრები, რათა მზისგან დაგიცვათ 360 გრადუსით. აგრეთვე მოყვება ზომის მარეგულირებელი თასმები. ლოგო წინიდან მოგაგონებთ ძველი ვერსიის “ვინდოუსის” ინტროს წარწერას. შიდა მხარე აღჭურვილია ოფლსაწინააღმდეგო ბადით, ხოლო გარე ზედაპირი არის მთლიანად წყალსაწინააღმდეგო. ასეთი ქუდი ძალიან ბევრნაირად შეგიძლიათ მოირგოთ.