"წნევის აპარატი არითმიისა და სხ. მოძრაობის მაჩვენებლებითა და რბილი მანჟეტით (ერგება ნებისმიერი ზომის მაჯას).
გარანტია: 5წელი.
სამკლაურის მორგება მაჯაზე:
შემოიხვიეთ სამკლაური მაჯაზე სწორად. არასწორმა მოხმარებამ შეიძლება არ აჩვენოს გაზომვის სწორი შედეგი.
1. გაშალეთ და გახსენით მაჯის სამკლაური.
2. შემოიხვიეთ სამკლაური მარცხენა ხელის მაჯაზე, ისე რომ მონიტორის მაჯის ქვემოთ მოექცეს.
*შემოიხვიეთ სამკლაური შიშველ კანზე.
*სამკლაური ერგებამ 13.5-21.5სმ გარშემოწმერილობის მაჯებს.
3. მოშვებულად მოირგეთ სამკლაური მისი ბოლო მხარის გამოწევით.
4. მოათავსეთ სამკლაურის ბოლო მაჯის ნაკეციდან 1-2 სმ დაშორებით.
5. დაიფიქსირეთ მაჯის სამკლაური.
რჩევები გაზომვის ზუსტი შედეგის მისაღებად:
თქვენი არტერიული წნევა იცვლება თქვენი მდგომარეობის, დღის დროისა და სხვა მრავალი ფაქტორის შესაბამისად. იდეალურ შემთხვევაში, არტერიული წნევა უნდა გაიზომოთ ერთსა და იმავე მდგომარეობაში, ერთსა და იმავე დროს ყოველდღე.
1. დარწმუნდით, რომ თქვენი პოზა სწორია. იჯექით გამართულად, ღრმად ჩაისუნთქეთ და მოდუნდით.
2. მოათავსეთ ხელისგული ისე, რომ მაღლა იყოს მიმართული და მოადუნეთ თითები.
3. მნიშვნელოვანია, რომ სამკლაურის დონე გულს გაუთანაბროთ.
სხეულის მოძრაობის მაჩვენებელი აისახება გაზომვის შედეგების ეკრანზე, თუ გაზომვის დროს ხელს ან მაჯას გაანძრევთ, რის შედეგადაც წნევა შეიცვლება.
• თუ სხეულის მოძრაობის მაჩვენებელი გამოჩნდება, ხელახლა გაიზომეთ წნევა.
თუ გაზომვის დროს არითმიული გულისცემა გამოვლინდა, წნევის გაზომვის დასრულების შემდეგ გამოჩნდება არითმიული გულისცემის (IHB) მაჩვენებელი.
• გაზომვა შეიძლება არ იყოს ზუსტი, თუ გულისცემა მკვეთრად იცვლება გაზომვის დროს. თუ არითმიული გულისცემის (IHB) მაჩვენებელი გამოჩნდება, ხელახლა გაიზომეთ წნევა.
გაითვალისწინეთ:
ჩვენი წნევა მუდმივი არ არის. ის განსხვავდება განმეორებითი გაზომვებისას. არტერიული წნევა მგრძნობიარეა დღის განმავლობაში, რაზეც მოქმედებს დილა და შუადღე, სეზონი და ატმოსფერული ტემპერატურა. გარდა ამისა, არტერიულ წნევაზე ადვილად მოქმედებს ფსიქიკური სტრესი ან ემოციური ცვლილებებ. წნევა დაძაბულობისას მაღალია და იკლებს, მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნისას." 451542