474001
"წნევის აპარატი ორ პერსონაზე გათვლილი მეხსიერებით. გარანტია: 5წელი.
ნაკრებში შედის:
• წნევის ციფრული აპარატი
• შემნახველი ქეისი
• 2 ცალი AAA ზომის ელემენტი მონიტორისთვის
• სახელმძღვანელო ინსტრუქცია.
სამკლაურის დამაგრება:
A. შემოიხვიეთ სამკლაური მაჯაზე.
ა. მოწყობილობის ეკრანი უნდა იყოს ხელისგულის მხარეს.
ბ. მაჯა უნდა იყოს შიშველი.
B. კომფორტულად შემოიხვიეთ სამკლაური.
ა. სამკლაური არ მოქაჩოთ ძალიან მაგრად.
ბ. არ მოუჭიროთ სამკლაურს ძალიან
გაზომვის სწორი პოზიცია: გაზომვის შედეგის სიზუსტისთვის, გაითვალისწინეთ რომ სამკლაური იყოს გულის დონეზე. უფრო დაბალი ან უფრო მაღალი პოზიცია ჭეშმარიტი მნიშვნელობისგან განსხვავებულ შედეგებს იძლევა.
გაზომვა ჯდომით მდგომარეობაში:
ა. მოათავსეთ იდაყვი მაგიდაზე ან სხვა საგანზე (მაგალითად, ჩვენს ქეისზე).
ბ. გამოიყენეთ საყრდენი მკლავის დასადებად ისე, რომ სამკლაური გულის სიმაღლეზე იყოს.
გ. მოადუნეთ ხელი ისე, რომ ხელისგულს უყურებდეთ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოწყობილობის გამოყენებამდე:
• გაზომვის დაწყებამდე გთხოვთ დაისვენოთ სულ მცირე 5 - 10 წუთით.
• გაზომვამდე სისხლძარღვების პირვანდელი მდგომარეობის დასაბრუნებლად, გთხოვთ, დაიცადეთ სულ მცირე 3 ~ 5 წუთით გაზომვებს შორის. შეიძლება დაგჭირდეთ ლოდინის დროის შეცვლა თქვენი პირადი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად.
• გაზომვის დროს არ გამოიწვიოთ მოწყობილობის ვიბრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი არ იქნება ზუსტი.
• გაიზომეთ წნევა მშვიდად, მოდუნებულ მდგომარეობაში.
• გაითვალისწინეთ, რომ არტერიული წნევა ბუნებრივად იცვლება დღის განმავლობაში და მასზე გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, მედიკამენტების მიღება და ფიზიკური დატვირთვა.
• ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სისხლის მიმოქცევის პრობლემები (დიაბეტი, თირკმელების დაავადება, არტერიოსკლეროზი ან პერიფერიული ცირკულაცია), შეიძლება მონიტორმა შედარებით დაბალი მონაცემები უჩვენოს მკლავზე გამოყენებადი არტერიული წნევის მონიტორთან შედარებით. გთხოვთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა დაადგინოთ, ასახავს თუ არა მაჯის არტერიული წნევა ზუსტად თქვენს რეალურ წნევას.
• ეს მოწყობილობა არ არის ორსულებისთვის გამოსაყენებლად შესაფერისი