494326
"მკლავის წნევის აპარატი.
გარანტია: 5 წელი.
დამატებით უერთდება ადაპტერი.
მანჟეტის მორგება:
არტერიული წნევის მანჟეტის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ შესაბამისი ზომის მანჟეტი:
ფართო ზომის მანჟეტი ერგება მხრის გარშემოწერილობას:22-42სმ (მოყვება).
1 გახსენით მანჟეტი და დაბოლოვება მოათავსეთ ლითონის რგოლში ისე, რომ რგოლის გვერდი და მარყუჟის შესაკრავი გარეთ იყოს განლაგებული.
2 დაიჭირეთ მანჟეტი მკლავზე ისე, რომ ლურჯი მარკერი გამოვიდეს ხელისგულის მხარეს.
3 დაარეგულირეთ მანჟეტის პოზიცია ისე, რომ ლურჯი მარკერი განთავსებული იყოს თქვენი მკლავის შუაში და მანჟეტის ქვედა კიდე იდაყვიდან ზემოთ 1-2 სმ მანჟეტზე (სტანდარტული ზომის მანჟეტისთვის) / 2-3 სმ-ით მაღლა (დიდი მანჟეტისთვის).
4 მანჟეტის ბოლო გამოწიეთ გარეთ ისე, რომ მანჟეტი შემოეხვიოს მკლავს და შემდეგ დარწმუნდით, რომ მანჟეტის ბოლო დამაგრებულია.
5 მოათავსეთ მკლავი მაგიდაზე ან მის მსგავს რამეზე, ისე რომ მანჟეტის ცენტრი განთავსდეს თქვენი გულის სიმაღლეზე.
თუ გაზომვის დროს არითმიული გულისცემა გამოვლინდა, წნევის გაზომვის დასრულების შემდეგ გამოჩნდება არითმიული გულისცემის (IHB) მაჩვენებელი. არითმიული გულისცემა განისაზღვრება გულისცემით, რომელიც წნევის გაზომვის დროს 5 გულისცემის შუალედით იცვლება ±25%-ით.გაზომვა შეიძლება არ იყოს ზუსტი, თუ გულისცემა მკვეთრად იცვლება გაზომვის დროს. ხელახლა გაიზომეთ წნევა.
წნევის გაზომვა მჯდომარე პოზიციაში:
1. მოათავსეთ მკლავი მაგიდაზე ან მსგავს ზედაპირზე, გაშლილი წინამხრით.
2. მნიშვნელოვანია, რომ მანჟეტის დონე გულის სიმაღლეზე გქონდეთ.
3. ხელი ოდნავ გაშალეთ მაგიდაზე ისე, რომ ხელისგული ზემოთ და თითები მოდუნებული იყოს.
4. გაზომვის დროს არ ამოძრაოთ სხეული და არ ისაუბროთ.
გაზომვა ზურგზე მწოლიარე პოზიციაში:
მოდუნდით ისე, რომ მანჟეტზე ზეწოლა არ მოხდეს.
1. დაწექით, სახით ჭერისკენ.
2. მსუბუქად გაშალეთ ხელი, ხელისგულით ზემოთ და გაიმართეთ მხრებში.
3. მოადუნეთ სხეული, ხელები და თითები.
4. გაზომვის დროს არ იმოძრაოთ ან ისაუბროთ."