458563 ციფრული თერმომეტრი. სტანდარტული მოდელი. ნაკრებში შედის:
• თერმომეტრი;
• დამცავი ქეისი;
• გამოყენების ინსტრუქცია. გამოყენების ინსტრუქცია: 1. დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს გასააქტიურებლად. თერმომეტრი გამოსცემს სიგნალის ხმას და ეკრანი ჩაირთვება.
2. შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ბოლოს გაზომილი ტემპერატურა და ეკრანის მარჯვენა კუთხეში “M” ნიშანი.
3. შემდეგ 37.0˚C (ან 98.6˚F) გამოჩნდება.
4. როდესაც ეკრანზე Lo და მოციმციმე ˚C (˚F) გამოჩნდება, თერმომეტრი მზადაა ტემპერატურის გასაზომად. მაგრამ თუ ოთახის ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე 32.0˚C (89.6˚F), მაშინ ეკრანზე ნაჩვენები იქნება ოთახის ტემპერატურა Lo ნიშნის ნაცვლად.
5. თერმომეტრი გამოსცემს სიგნალს ტემპერატურის გაზომვის დასრულებისთანავე.
6. დააჭირეთ ჩართვა/გამორთვის ღილაკს თერმომეტრის გამოსართავად.
(თერმომეტრი ავტომატურად გამოირთვება დაახლოებით 9 წუთის შემდეგ). ტემპერატურის გაზომვა ორალური მეთოდით: მოათავსეთ პრობი ენის ქვეშ და დახურეთ პირი.
გაზომვის დრო დაახლოებით: 1 წუთი.
ტემპერატურის გაზომვა აქსილარული მეთოდით: გაიმშრალეთ იღლია მშრალი პირსახოცით და მოათავსეთ პრობის წვერი იღლიაში ისე, რომ წვერი ეხებოდეს კანს და სხეულის მიმართ იყოს მართობულად. ხელი ისეთ პოზიციაში გქონდეთ, რომ პრობის წვერი სრულად დაფაროთ.
გაზომვის დრო დაახლოებით: 2-3 წუთი.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივ აქსილარული ტემპერატურა 0.5˚C /1.0˚F-ით ნაკლებია ორალურ ტემპერატურატურასთან შედარებით.
ტემპერატურის გაზომვა რექტალური მეთოდით: პრობის ზედაპირზე დაიტანეთ წყალში ხსნადი ლუბრიკანტი (საპოხი მასალა). ნაზად მოათავსეთ პრობის წვერი სწორ ნაწლავში.
გაზომვის დრო დაახლოებით: 1 წუთი.
გაითვალისწინეთ, რომ რექტალური ტემპერატურა 0.5˚C /1.0˚F-ით მეტია ორალურ ტემპერატურასთან შედარებით.
გასუფთავების ინსტრუქცია: ყოველი გამოყენების წინ და შემდეგ გაასუფთავეთ თერმომეტრი რბილი ნაჭრით და წყალში გაზავებული იზოპროპილის სპირტით. არ დაასველოთ ან დაასტერილოთ დუღილის მეთოდით, გაზით ან ორთქლით.