L’DOCILE თერმომეტრი უკონტაქტო შუბლის LDTR1822
496078
"უკონტაქტო შუბლის თერმომეტრი.
გარანტია: 5წელი.
გაზომვის მეთოდები:
1. შუბლზე ტემპერატურის გაზომვა.
შუბლის ტემპერატურის გაზომვის დროს თერმომეტრის დაშორება შუბლიდან უნდა იყოს 3-5 სმ.
1. დააჭირეთ „ჩართვა/გამორთვის“ ღილაკს, რის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება შუბლის ტემპერატურის გაზომვის რეჟიმი და შემდეგ ბოლო გაზომვის შედეგი. ამის შემდეგ თერმომეტრის სენსორი დაუმიზნეთ 3-5 სმ-ის დაშორებით შუბლის შუა ნაწილს და დააჭირეთ „გაზომვის“ ღილაკს.
2. 5 წამიანი ლედ განათების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გაზომვის შედეგი ეკრანზე.
2. საგნის ტემპერატურის გაზომვა.
1. წამის განმავლობაში დააჭირეთ „ჩართვა/გამორთვის“ ღილაკს, რათა შუბლის ტემპერატურის რეჟიმი გადავრთოთ საგნის ტემპერატურის რეჟიმზე. დაუმიზნეთ თერმომეტრის სენსორი საგანს და „გაზომვის“ ღილაკზე დაჭერით გაზომეთ ამ საგნის ტემპერატურა.
2. 1 წამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ეკრანზე ნახოთ გაზომვის შედეგი.
მთავარი პარამეტრების ინსტრუქცია
1. ხმოვანი სიგნალის ჩართვა/გამორთვა
1) ჩართულ მდგომარეობაში დააჭირეთ მეხსიერების (“mem”) ღილაკს, რათა ჩართოთ ან გამორთოთ ხმოვანი სიგნალი.
2) მეხსიერების (“mem”) ღილაკზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ხმოვანი სიგნალის ნიშანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმოვანი სიგნალი ჩართულია, რა დროსაც გავიგებთ მოკლე ხმოვან სიგნალს.
3) კვლავ მეხსიერების (“mem”) ღილაკზე დაჭერის შემდეგ აღნიშნული ნიშანი გაქრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხმოვანი სიგნალი გამორთულია.
2. °C/°F-ის გადართვა
გამორთულ მდგომარეობაში 6 წამის განმავლობაში დააჭირეთ მეხსიერების (“mem”) ღილაკს, ის რთავს საზომ ერთეულებს ფარენჰეიტიდან (°F) ცელსიუსში (°C) ან პირიქით. ამის შემდეგ დაელოდეთ 8 წამის განმავლობაში, რომ ავტომატურად გამოირთოს, ან დააჭირეთ „ჩართვა/გამორთვის“ ღილაკს, რომ პირდაპირ გამოირთოს პროდუქტი.
3. გაზომვის შენახვის ფუნქცია
გამორთულ მდგომარეობაში დააჭირეთ მეხსიერების ღილაკს და ეკრანზე გიჩვენებთ ბოლო გაზომვის შედეგებს მიმდევრობით."