Შემადგენლობაშია:
- კალამინის ფხვნილი ამშვიდებს კანს ხსნის გაღიზიანებას და სიწითლეს, აშრობს ანთებას, ამცირებს კანის შეშუპებას. კალამინი ასევე შთანთქავს ზედმეტ ცხიმს კანის ზედაპირიდან.
- პიტნის ექსტრაქტი და მენთოლი აახალგაზრდავებს და აგრილებს, აძლიერებს დაღლილი კანის ტონს, ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას, ავიწროებს ფორებს, ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ტოქსინების აღმოფხვრას, კურნავს ანთებას, ამცირებს შეშუპებას.
- მაროკოული თიხა მიკრო და მაკრო ელემენტების მაღალი შემცველობით არის შესანიშნავი დეტოქსიკაციის საშუალება, აშორებს კანს ტოქსიკურ ნივთიერებებს, აცილებს მინარევებს.
გამოყენების მეთოდი: წაისვით ნიღაბი გასუფთავებულ სახის კანზე, შეიზილეთ, მოარიდეთ თვალების და ტუჩების ირგვლივ მიდამოებს. გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. შემდეგ გამოიყენეთ თქვენი ჩვეული მოვლა.