"1924 წელს დაწერილი ნოველა ""ფროილაინ ელზე"" 19 წლის ელზე ტ.-ს შინაგანი მონოლოგია. გაკოტრებლი ვენელი ვექილის ქალიშვილმა მძიმე არჩევანი უნდა გააკეთოს - უნდა გადაწყვიტოს, რა უფრო მნიშვნელოვანია: მშობლების წინაშე შვილის ვალდებულება თუ ქალური პატიოსნებისა და ზნეობის შენარჩუნება. მოქმედება XX საუკუნის დამდეგს იტალიის ერთ პატარა საკურორტო ქალაქში ხდება.
-- იტალიელი ილუსტრატორი, კარიკატურისტი და არქიტექტორი მანუელე ფიორი დაიბადა 1975 წელს ქალაქ ჩეზენში. მის მიერ გაფორმებულ წიგნებს, გრაფიკულ ნოველებსა თუ კომიქსებს არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული, ამჟამად პარიზში ცხოვრობს.
-- ავსტრიელი პროზაიკოსი და დრამატურგი არტურ შნიცლერი (1862-1931) ლიტერატურული იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფოიდმა, რომელიც დიდად აფასებდა შნიცლერის უნარს, სეისმოგრაფივით აღენუსხა სულის უფაქიზესი რხევები, მწერალს თავისი ""ორეულიც"" კი უწოდა. "