ეს წიგნი კინოზე, მის მშვენიერებასა და მისი შექმნის სირთულეზეა. ტრიუფოს სტატიების მთავარი გმირები რეჟისორები არიან. წიგნში თავმოყრილ ფოტოებში ნახავთ, რომ თითოეული კინოკამერასთან დგას, ყველა ფოტოში იგრძნობა მათი განსაცდელი; მათი ბიოგრაფიებიდან ვიგებთ, რამდენად რთულ საქმეს არიან შეჭიდებულები და როგორ იბრძვიან იმისთვის, რომ ყოველი ფილმი წარმატებული იყოს. ქართველ მკითხველს, კინომოყვარულსა და კინოს პროფესიონალს ასე მივმართავდი: ამ წიგნის კითხვისას არ უნდა ვიფიქროთ, რომ რამე შეიცვალა ჟან ვიგოს ეპოქიდან ალენ რენემდე, ან ალენ რენედან − დღემდე. კინო ძალიან რთული ხელოვნებაა. მის შექმნას სჭირდება ბევრი ადამიანის ერთობა და ფილმის ერთგულება. ერთგულება − როგორც კინოს, ხელოვნებისა და საერთოდ, ცხოვრების განმსაზღვრელი." - ნუცა ალექსი-მესხიშვილი