პროფესიით ექიმი, ჰანს- გიუნტერ გრიგოლაიტი საქართველოში პირველად 1993 წლის მაისში ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც მას ცნობილი ქართველი კარდიოლოგი ეწვია. ამ შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა მრავალშრიან ურთიერთობებს, რომელიც უკვე სამ ათწლეულსა და ათეულობით შეხვედრას ითვლის. სწორედ ამ შეხვედრებმა განაპირობა საქართველოს ისტორიის, ეკონიმიკისა და კულტურის სიღრმისეული ხედვა, რომელიც ამ წიგნშია თავმოყრილი.
ჰანეს ვირთი დაიბადა 1979 წელს, პროფესიით ეკონომისტ-მათემატიკოსი მუშაობს ქალაქ ფრანკფურტის გერმანულ ბანკში. 2019 წლიდან ის არის ორგანიზაცია "გეორგიკას" საბჭოს წევრი, რომლის პატრონაჟის ქვეშაა ფრანკფურტის ქართული სკოლა. ჰანესი რეგულარულად მართავს ლექცია - მოხსენებებს და ფილმების ჩვენებებს საქართველოზე. 2023 წლის შემოდგომაზე იგი გახლდათ ქალაქ ფრანკფურტში გამართული ქართული კულტურის დღეების თანაორგანიზატორი