გურამ მეგრელიშვილი - ჯვარცმობანა
„ჯვარცმობანა“ გურამ მეგრელიშვილის „აპოკრიფული მოთხრობების“ ციკლია, რომელიც ახალი რედაქციით და ამ სახით პირველად გამოიცემა.
პილატეს გადაწყვეტილი აქვს, საკუთარი კარიერის დათმობის სანაცვლოდ, უცნაური წინასწარმეტყველი გაათავისუფლოს; ხალხის მიერ არჩეულმა ბარაბამ
მოსასხამი გაუცვალა უდანაშაულო ნაზარეველ მეზობელს, რომ ციხიდან გააპაროს; ორი ავაზაკის ნაცვლად, ერთის
ჯვარცმა იგეგმება და ჯორებმა სულ ტყუილად ამოათრიეს მესამე ძელი...
მიაწოდე წყალი გამვლელ წინასწარმეტყველს, ძვირფასო მკითხველო, თორემ ათასი წელი მოგიწევს
ხეტიალი მის მოლოდინში.