ეს პატარა მოთხრობები, ჩანაწერები, ავტორის აღსარებაა და ნამდვილი, გულწრფელი აღსარების მსგავსად, მათ შვება მოუტანეს მას. "ახალი არაფერი გამიკეთებია - იმ ამბებსა და დემონებზე, რომელთა შესახებაც ვეცადე დამეწერა, უკვე ძალიან ბევრი დაწერილა და ძალიან ბევრიც კიდევ დაიწერება, რადგან ისინი მუდმივად ჩვენი თანმდევნი არიან: აბსურდი, ფატალიზმი, თვითმკვლელობასთან შეთამაშება, გარდაუვალი სიკვდილისთვის თვალის გასწორების მცდელობა, სინანული, დარდი და იმედი... რომელიც, როგორც ვიცით, უკანასკნელი კვდება."