ფაქიზი შინაგანი სამყარო, კარგვისა და გაქრობის შიში, სიყვარულის შესაძლებლობა თუ შეუძლებლობა - ის თემებია, რომლებიც მხატვრულად იშლება კოკა ჭანკოტაძის მოთხრობებსა და ნოველებში. განსხვავებული სიუჟეტების მიუხედავად, კრებული მაინც მთლიანობის მკაფიო შთაბეჭდილებას ბადებს - ესაა წიგნი ახალგაზრდა, მაძიებელ ხელოვანზე, რომელსაც ჭვრეტის მძაფრი წყურვილი აქვს. ის სხვადასხვა თავგადასავალში, ტკივილებსა და ბედნიერების წუთებში შეიცნობს სიცოცხლესაც და სიყვარულსაც. ამ გზაზე შიში მისი მარადიული მტერია, თუმცა შესაძლებელია მისი მოშინაურებაც.