ამ წიგნით, ავტორი, ლარი კორნი, პრაქტიკულად აცოცხლებს მასანობუ ფუკუოკას, სოფლის მეურნეობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოაზროვნესა და პრაქტიკოსს. მისი მონათხრობი ეყრდნობა ფუკუოკასთან ურთიერთობის, მასთან მუშაობისა და მეგობრობის 35-წლიან გამოცდილებას და ის ერთგვარი გაგრძელებაა ფუკუოკას „ჩალის ღერის რევოლუციის“ - საკულტო წიგნის, რომელმაც დასაბამი დაუდო ნატურალურ სოფლის მეურნეობას და ადამიანის ბუნებასთან დაბრუნების გზა შემოგვთავაზა.
მიწათმოქმედების ეს სახეობა ეფუძნება რწმენას, არსებითად ქრისტიანულს, რომ თუ ინდივიდი დროებით უარს იტყვის თავის ნებელობაზე და წინამძღოლის როლს ბუნებას დაუთმობს, ეს უკანასკნელი საპასუხოდ ყველაფრით უზრუნველყოფს მას.
ფუკუოკას გზავნილი კაცობრიობას უსახავს გზას უფრო ნათელი მომავლისკენ, ისეთისკენ, რომელიც ადამიანებს დაუბრუნებს თავის შესაფერის ადგილს სამყაროში. მიწის განკურნება და ადამიანის სულის განწმენდა ფუკუოკას ერთ მთლიანობად მიაჩნია. ის გვასწავლის ცხოვრების წესსა და ნატურალური მიწათმოქმედების მეთოდებს, რომლის დახმარებითაც ეს პროცესი შეიძლება წარიმართოს.