სერია „ბავშვობის თანამგზავრები“ ინოვაციურ პროექტად არის
აღიარებული. მისი ყველაზე ფერადი და ორიგინალურად
ილუსტრირებული წიგნი: „თავისუფლება ფერთა ხვედრია“
ფრანგულად ითარგმნა და გამოიცა, რადგან ოდა თავისუფლებას
საფრანგეთშიც უნდა გაჟღერებულიყო, თავისუფლების უპირველეს
ბასტიონში.
8+ ასაკის პატარებს წიგნი მოუთხრობს სადღესასწაულო აღლუმზე,
რომელსაც 26 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მართავენ
ფერები. აღლუმს ესწრება საპატიო სტუმარი საერთაშორისო
ოლიმპიური დროშა - სიუჟეტი ზრაპრულია, მაგრამ ეყრდნობა
დოკუმენტურ ფაქტებს და დეტალებს, ამდენად ალეგორიულ
ხასიათს იძენს და ყმაწვილებს თავისუფლების განცდაზე
დააფიქრებს.ვფიქრობთ, ფრანგულენოვანი მკითხველებისათვია ნდა გაგვეზიარებინა ჟანიოების ოჯახის მემკვიდრის თავგადასავალი.