ირაკლი ლაითაძე დაიბადა 1972 წლის 16 ოქტომბერს. დაამთავრათბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, მადრიდის დიპლომატიური სკოლა და კემბრიჯის უნივერსიტეტი. არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში,ევროკავშირთან საქართველოს მისიაში და ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოში. დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, საქმიანობა გააგრძელა კორპორატიულსექტორში და ამჟამად არის GMT M-ის ფინანსური დირექტორი. 2022 წელს გამოიცა მისი სადებიუტო მოთხრობების კრებული, "კედელზე ამოკაწრული ამბები". "თანამედროვეობის ილუზიები" ირაკლის მეორე წიგნია, სადაც თავმოყრილია ჟურნალ Forbes-ის საიტზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ბლოგები.