დაწვის დრო: 45-50 წუთი
რაოდენობა პაკეტში: 10 ცალი.
ქვეყანა: იაპონია
Champa არის საოცარი ინდური ხელნაკეთი სურნელოვანი საკმეველი, რომელსაც გადავყავართ უძველესი ტაძრების და მედიტაციური სიმშვიდის გარემოში. დამზადებული მაგნოლიის ბუნებრივი ყვავილებისგან, ის აერთიანებს სანდლის ხის ხავერდოვან ტონს და შამპაკას ნაზ სურნელს, რაც ქმნის ღრმა და მიმზიდველ არომატს. Champa იდეალურად უხდება რიტუალებს, მედიტაციას ან უბრალოდ სახლში მშვიდი გარემოს შექმნას.
ინდოეთის რეგიონ კარნატაკაში არსებობს მცირე საოჯახო ბიზნესი, რომელიც უკვე 140 წელზე მეტია გადაეცემა თაობიდან თაობას. დაარსებული მე-19 საუკუნის დასაწყისში, ეს ბიზნესი წარმოადგენს ტრადიციების და ხარისხის საყრდენს ხელნაკეთი საკმევლის წარმოებაში. სურნელოვანი ჩხირების თითოეული პარტია არის ხელოვნების ნიმუში, რომლის ზოგიერთი რეცეპტი 100 წელზე მეტი ხნისაა.