სეინ ვაინ - თეთრი 2018
გამჭვირვალე ყვითელი შეფერილობის. ძალიან სასიამოვნო, მკვეთრი ჩალისა და ატმის კურკის გულის არომატით. გემოზე ახასიათებს ოდნავი თაფლის და მარილიანი ძირტკბილას ტონები, ატმის კურკის გულისა და ფიქალი ქვის ტონები. გემოზე არის ხალისიანი და მრავალფეროვანი. კარგად გახსნისთვის საჭიროებს ჭიქაში ოდნავ დაყოვნებას. აქვს საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება. დაგემოვნების სრული პროცესისას კარგად შეამჩნევთ წიწაკის მარცვლის და მწვანე ველური როზმარინის არომატებს.