გასაშლელი ჩაის ბურთულები ხილის არომატით
ინდივიდუალურად შეფუთული ჩაის ბურთულები, რომელიც ცხელ წყალში მოთავსების შემდგომ იშლება. გაფურჩქვნის პროცესი ძალიან ლამაზი და სასიამოვნო სანახავია. ნაკრებშია 6 ცალი ჩაის ბურთულა სხვადასხვა მცენარეების და ხილის არომატით: 1. მწვანე ჩაი, ჟასმინის ყვავილი, ვარდის კოკორი და ანწლის ნაყოფის არომატი. 2. მწვანე ჩაი, ანწლის ყვავილი და ალუბლის არომატი; 3. მწვანე ჩაი, გულყვითელა, ჟასმინის ყვავილი და ატმის არომატი; 4. მწვანე ჩაი, კარკადე, გულყვითელას ყვავილი და მანგოს არომატი; 5. მწვანე ჩაი, ჟასმინის და ვარდის ყვავილი ლიმონის არომატით; 6. მწვანე ჩაი, კარკადე, ჟასმინის ყვავილი და ჟოლოს არომატი. დოზირება: 1 ბურთულა ჩაი - 500 მლ ადუღებული წყალი. ჭურჭელი უმჯობესია გამჭირვალე იყოს, რათა სანახაობით ისიამოვნოთ.