მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი
ლოლა ათი წლისაა. ფეხბურთზე გიჟდება და ოცნებობს, ისეთი ფეხბურთელი გამოვიდეს, როგორიც ლიონელ მესია. ოჯახის წევრები მის გატაცებას სათვალავშიც არ აგდებენ.
მათთვის სპორტზე მნიშვნელოვანი მუსიკაა! ეს არცაა გასაკვირი. ლოლას დედა მუსიკის მასწავლებელია, მამა კი – კომპოზიტორი. ხოლო ლოლას ძმა, გრასიანი, ნამდვილი გენიოსია!
ოჯახი მნიშნველოვანი დღისთვის ემზადება. გრასიანი მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს და ყველა გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. მშობლებს მიაჩნიათ, რომ კონცერტს მთელი ოჯახი უნდა დაესწროს, მაგრამ ზუსტად ამ დღეს ლოლას საფეხბურთო მატჩი აქვს…
თანამედროვე ესპანელი მწერლის, როდრიგო მუნიოს ავიას ეს პატარა ისტორია ერთი ოჯახის მაგალითზე მოგვითხრობს იმ პრობლემებსა და განცდებზე, რომლებიც ნებისმიერ ოჯახში შეიძლება შეგვხვდეს. წიგნი მკითხველს აუცილებლად დააფიქრებს და თანაც დააიმედებს.