ასაკი: 4+
ყუთში იპოვით:
33 წყვილ ფაზლს;
ქართულ ანბანზე შექმნილ გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსების წიგნს;
ქართული ანბანის პოსტერს.
„ქართული ანბანის“ ყუთში პატარებს დახვდებათ ორნაწილიანი ფაზლი, ანბანის პოსტერი და ლექსების წიგნი. ფაზლი შედგება ორი ნაწილისგან: ასოები და სიტყვები. პატარებმა ასოები უნდა დააწყვილონ შესაბამის სიტყვებთან; წიგნში ანბანის თითოეულ ასოზე შექმნილი ლექსები გივი ჭიჭინაძეს ეკუთვნის, ხოლო ანბანის პოსტერი დამხმარე მასალაა ფაზლის აწყობისა და ასოებისა და სიტყვების სწორად დასაწყვილებლად. ქართული ანბანის ყუთი საუკეთესო საშუალებაა ასო-ბგერების ამოცნობისა და დამახსოვრებისთვის.