„კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს, და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და, ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი.
ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს ყოველ მის ქცევას.
რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის ამაღელვებელ გახსნასთან და, თანაც, აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს.
ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ცნობილ ფილმს ხუთი „ოსკარი“ აქვს მოპოვებული.