მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
ბატონი და ქალბატონი ჯაჯღანსები და მათი შვილი, სანი, უცნაურზე უცნაური ხალხია. ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად უცნაური.
ცხადია, ასეთი ოჯახი ჩვეულებრივ სახლში ჩვეულებრივი ცხოვრებით ვერ იცხოვრებს – ათასი ხარახურით აჩონჩხლილი მათი ფურგონიც მთელ ქვეყანაში დამოგზაურობს და უამრავ ხათაბალაში ეხვევა. სწორედ ერთ-ერთი მორიგი მოგზაურობისას მოხვდება ეს ახირებული ოჯახი დიიდების მამულთან, სადაც თვით ყოვლისმნახველი ჯაჯღანსებისთვისაც უჩვეულო ამბები ტრიალებს