ბ. სულაკაური, ს. ცხვედიანი, მ. ტატიშვილი, მ. მახათაძე, დ. ხუროშვილი, მ. რამინაშვილი
მოსწავლის წიგნის თითოეული პარაგრაფი იწყება ილუსტრაციით, რომელიც საინტერესო ამბავს მოგვითხრობს სათაურთან დაკავშირებულ თემაზე. მოსწავლე ყოველდღიურად მოგზაურობს წიგნის პერსონაჟების მრავალფეროვან სამყაროში და ისმენს საინტერესო ამბებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამბის თხრობა გაკვეთილის მნიშვნელოვანი ნაწილია და ეხმარება ბავშვებს პარაგრაფში მოცემული ინფორმაცია დაუკავშიროს საკუთარ ყოფით ცხოვრებასა და გამოცდილებას. წიგნში მოცემული სავარჯიშოების ნაწილიც ამ თემიდან გამომდინარეა.
თითოეულ ილუსტრაციას ერთვის QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგ შესაძლებელია ამბის აუდიოვერსიის მოსმენა.
წიგნს ახლავს რესურსების კონვერტი სხვადასხვა მანიპულატივით:
ციფრები და მოქმედებათა ნიშნები
სხვადასხვა ფერის რგოლები
ქართული ფულის ერთეულები
ათეულის ბადე
გეომეტრიული ფიგურების ნიმუშები