A Christmas Carol / საშობაო სიმღერა გამოიცა სერიაშიადაპტირებული კლასიკა ინგლისურად
სავარჯიშოები • აუდიომასალა
მეხუთე საფეხური – B2.1
ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.
სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ, კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით. აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge.
A Christmas Carol / საშობაო სიმღერა :
ადაპტირებულია – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ადაპტირებულია ისე, რომ პასუხობს ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხოური ენის, მოთხოვნებს.
ილუსტრირებულია – დეტალური და ფერადი ილუსტრაციები ამარტივებს წიგნის შინაარსის გაგებასა და გააზრებას.
ავტორისა და კულტურის აღწერა – თითოეულ წიგნს ახლავს შესავალი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ.
აუდიომასალა – ვებგვერდზე sulakauri.edu.ge განთავსდება შესაბამისი აუდიომასალა, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს „ონლაინ“ შეეძლებათ. აუდიომასალის უკეთ გასააზრებლად მათ წიგნში მოცემული სავარჯიშოები დაეხმარება
მრავალფეროვანი სავარჯიშოები – პასუხობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს.
სურათების დაკავშირება შესაბამის სიტყვებთან;
სიუჟეტური ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
ტექსტებში აბზაცების, წინადადებების დასაწყისისა და დასასრულის მოძიება და მითითება;
წინადადებისა თუ სიტყვის პოვნა აბზაცში;
ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება ინსტრუქციის მიხედვით;
გამოტოვებული სიტყვის სწორად ჩასმა წინადადებაში;
მოსასმენი სავარჯიშოები.
A Christmas Carol /საშობაო სიმღერა სკოლის მოსწავლეებსა და ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ენის საფუძვლიანად ათვისებაში დაეხმარება