XX საუკუნის გენიალური მწერალი ფრანც კაფკა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურაზე, დაიბადა 1883 წელს პრაღაში, ებრაელი ვაჭრის ოჯახში. გიმნაზიის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო პრაღის უნივერსიტეტში და ლიტერატურითაც სტუდენტობისას დაინტერესდა. აქვე დაუახლოვდა კაფკა მაქს ბროდს, რომელმაც შემდგომ მისი ნაწარმოებების ბედი შეცვალა. მწერალს არცერთი რომანი არ დაუსრულებია და საკუთარი ნაშრომების უმეტესობა დაწვა. სიცოცხლეში მისი ტალანტი არავის უღიარებია. რამდენჯერმე გამოაქვეყნა მოთხრობები (მათ შორის, რომან „ამერიკის“ პირველი თავი), თუმცა წარუმატებლად.